ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ პროექტი „Liveმედი“ მაყურებელს დროებით ემშვიდობება, მცირეხნიანი შესვენების შემდეგ კი განახლებული ენერგიითა და მრავალფეროვანი თემებით, ქვეყნის წამყვან მედიკოსებთან ერთად დაგიბრუნდებათ!
30 პირდაპირი ჩართვა და ონლაინ კონსულტაციები პროფესიონალი მედიკოსებისგან – 3 თვის განმავლობაში „Liveმედი“ მაყურებელს მრავალფეროვან ჩართვებს სთავაზობდა.
„Liveმედის“ მიზანია პანდემიის პერიოდში და პოსტპანდემიურ ეტაპზე, იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ექიმებთან კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად გახადოს ხელმისაწვდომი.
პროექტი „Liveმედის” ჩანაწერების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://rb.gy/gcaruj