„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

„ვიადერმის” facebook გვერდზე უამრავი შეკითხვა შემოდის კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან და ზოგადად, კანის მოვლასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ კი ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ეს კითხვები პირდაპირ ეთერში დაესვათ „ტოტალ შარმის” დერმატო-კოსმეტოლოგისთვის, თამუნა დარჯანიასთვის, რომელმაც საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაციები გასცა:
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა თავის მოვლა და ეს ძალიან სასიხარულოა. ყველას უნდა ჰქონდეს უნაკლო კანი, ნაოჭებისა და გამონაყარის გარეშე. ამისათვის აუცილებელია, რომ დერმატო-კოსმეტოლოგმა სწორი მიმართულება და რეკომენდაციები მოგვცეს მკურნალობის/მოვლის საშუალებებზე. როგორც იცით, 4 ტიპის კანი არსებობს: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. ნებისმიერ შემთხვევაში კანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

რა გავლენას ახდენენ მზის სხივები კანზე?
როგორც იცით, დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე მზეზე გასვლისგან თავი უნდა შშევიკავოთ. ამ პერიოდში, მზე ცუდად მოქმედებს კანზე: კანი შრება, სტრუქტურა ზიანდება, ელასტიურობისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებები (მაგალითად, ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიალურონის მჟავა) ასაკთან ერთად ისედაც იკარგება და მზეზე დიდხანს ყოფნით ამ პროცესს ჩვენ უფრო მეტად ვუწყობთ ხელს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას „ვიადერმს“, რომელიც გვეხმარება, ადვილად აღვიდგინოთ საჭირო ნივთიერებების მარაგი. გარეგანი მოხმარების საშუალებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი ეფექტისთვის ამ ყველაფერს კომპლექსური სახე უნდა ჰქონდეს.

რა ნივთიერებებს შეიცავს „ვიადერმი” და როგორ მოქმედებენ ისინი კანზე?
„ვიადერმი კანის სილამაზე“ შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ფურისულას ზეთს (რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება); ასევე ანტიოქსიდანტებს: სილიციუმს და კოენზიმ Q 10-ს. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჰიალურონის მჟავაზე, რომელიც განაპირობებს კანის ტენიანობას, უზრუნველყოფს მის ელასტიურობას და ახალგაზრდობას. კოსმეტიკური პროცედურებისას გარეგანი საშუალებებით (ინექციებით, კრემებით) ხელოვნურად შეგვყავს კანში ეს ნივთიერება და გარდა ამისა, ვნიშნავთ „ვიადერმს“, რომ ორგანიზმის შიგნიდან მოხდეს დეფიციტის შევსება. ასეთი კომბინირებული მიდგომით კოსმეტიკური პროცედურების შედეგი გაცილებით ეფექტიანი და გრძელვადიანია.

რომელ სეზონზე სჭირდება კანს განსაკუთრებული მოვლა?
სიცხე იქნება ეს თუ სიცივე, კანი განიცდის გარკვეულ სტრესს. ამ დროს წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები და მანკიერი ნივთიერებები ადვილად ზემოქმედებენ კანზე და გამოიყოფა არასასურველი ნივთიერებები. ანტიოქსიდანტები (რომლებიც შედიან „ვიადერმის“ შემადგენლობაში) ანეიტრალებენ ამ ნივთიერებებს.
პიგმენტური ლაქებისა და გამომშრალი კანის შეთხვევაში, კოსმეტოლოგიაში ხშირად ვიყენებთ „ვიადერმი კანის სილამაზეს“. „ვიადერმი“ ასევე აქტუალური ხდება რუჯის სეზონზე. კანი აუცილებლად უნდა მოვამზადოთ მზის აბაზანების მიღებამდე. გარდა ამისა, აუცილებელია დამცავი კრემების გამოყენება. ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ კანის ფერი (არსებობს 6 ტიპის კანი) და ამის მიხედვით შევარჩიოთ დამცავი კრემი. რაც უფრო მაღალია SPF მით უფრო იცავს კანს მზისგან, შესაბამისად, ღია ფერის კანის მქონეებმა უფრო მაღალი SPF-ის მქონდე კრემი უნდა იხმარონ. მნიშვნელოვანია, რომ მზისგან დამცავ საშუალებებში იყოს როგორც UVA სპექტრი, ისე UVB სპექტრი. ხშირად დაიტანეთ კრემი კანზე, რადგან დამცავი მოქმედება, როგორც წესი, მაქსიმუმ 3 საათს გრძელდება. წყალში ჩასვლისას კი კრემი ჩამოიბანება (თუ წყალგამძლე არ არის). მზეზე ყოფნისას რეკომენდებულია ფართო ფარფლიანი ქუდების ტარებაც. ზოგადად კი, მზისგან მიღებულ დაზიანებას „ვიადერმი კანის სილამაზე“ გაანეიტრალებს.
ზამთრის პერიოდში კანის მოვლისთვის განკუთვნილი კრემები არ გამოგადგებათ ზაფხულში. ეცადეთ გამოიყენოთ მაქსიმალურად თხელი და ნაზი ტექსტურის კრემები (ეს შეიძლება იყოს შრატი), რადგან სიცხეში ზედმეტად ცხიმოვანი კრემები ადვილად არ შეიწოვება. არ დაგავიწყდეთ საჭირო რაოდენობის წყლის მიღებასც.

როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს თვალის ირგვლივ?
სამწუხაროდ, ამ არეში ძალიან თხელი კანია და შესაბამისად, თვალის ირგვლივ ნაოჭები ერთ-ერთი პირველია, რაც ჩნდება ჩვენს სახეზე. უნდა ვიხმაროთ თვალის გარშემო წასასმელი კრემები და არ შეიძლება ის კრემი წავისვათ ამ ადგილას, რომელსაც მთელს სახეზე ვხმარობთ. მნიშვნელოვანია, რომ მასში შედიოდეს ჰიალურონის მჟავა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნივთიერება საუკეთესო დამატენიანებელია, იგი ინარჩუნებს წყალს, აჯერებს კანს წყლით. რაც შეეხება პროცედურებს, სასურველია მეზოთერაპიის ჩატარება, რომლის დროსაც კანი მდიდრდება როგორც ჰიალურონით, ისე სხვა საჭირო ნივთიერებებით. 35 წლის ზევით, ძალიან კარგია ბიორევიტალიზაცია. ასევე ძალიან პოპულარულია ბოტოქსი, რომლის დროსაც ჩერდება კუნთის მოძრაობა და შესაბამისად, იმ ზონაში, სადაც ბოტოქსი კეთდება, ნაოჭები აღარ წარმოიქმნება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს „ვიადერმის“ კურსი, რომელიც წელიწადში ორჯერ უნდა ჩავიტაროთ.

რა უნდა ვქნათ, როდესაც კანი მშრალია და გარკვეულ მონაკვეთებზე ჩნდება სიწითლე?
თუ სიწითლეს თან ახლავს კანის აქერცვლა, შესაძლოა საქმე გვქონდეს კანის დაავადებასთან. ამიტომ აუცილებლად უნდა მივაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც დანიშნავს შესაბამის მკურნალობას ან მოგვცემს რეკომენდაციებს. ზოადად, საკმაოდ ეფექტიანია სამკურნალო კოსმეტიკის გამოყენება.

რა სარგებელი მოაქვს პოლი-უჯერ ცხიმოვან მჟავებს?
ომეგა 3-ს და ომეგა 6-ს აქვს ძალიან კარგი ეფექტი. დადებითად მოქმედებენ კანზე და ნერვულ უჯრედებზე, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხშირად გამოიყენება პედიატრიაში – კარგად მოქმედებენ მეხსიერებაზე; ძალიან ეფექტიანია კანის პრობლემების დროს, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, აკნე, კანის გამოშრობა, ანთებითი პროცესები…

როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს?
პიგმენტური ლაქების გაჩენას პირველ რიგში იწვევს მზე. დამწვრობის შემდეგ ჩნდება/მუქდება ეს ლაქები და უფრო რთული ასალაგებელია. თუმცა, გარდა ამისა, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსი, რაც შეიძლება ორსულობის პერიოდში ჩამოყალიბდეს. პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლის მეთოდები განსხვავდება გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ეს საკმაოდ რთულია, თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურები: ლაზერით პიგმენტის დაშლა, ფოტომეთოდი, მათეთრებელი მეზოთერაპია, ქიმიური, მათეთრებელი პილინგები (ზედაპირული, საშუალო და ღრმა – იმის მიხედვით თუ როგორი პიგმენტაციაა), რომლებიც გვეხმარება მათ შედარებით გაღიავებაში. არსებობს კრემებიც, რომლებიც უფრო ხანგრძლივად უნდა გამოვიყენოთ, რომ შედეგი მივიღოთ და რა თქმა უნდა, ნუტრიკოსმეტიკა („ვიადერმი“).

როგორ შევარჩიოთ შამპუნი სებორეის დროს და ცხიმიანი კანისთვის?
ცხიმიანი თმა ხშირად არასწორი მოვლით არის განპირობებული, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული დაავადებით, მაგალითად სებორეული დერმატიტით. აუცილებელია მოხდეს პრობლემის დიფერენცირება, რომ შეირჩეს შესაბამისი შამპუნი. მნიშვნელობა აქვს დაბანის რეჟიმსაც. სასურველი არ არის შამპუნით თავის ხშირი დაბანა. თმის წყლით ჩამობანაც საკმარისია. თუ ატყობთ, რომ ცხიმიანი თმა გაქვთ, შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ შამპუნი, გადააჩვიოთ კანი შამპუნს. იმის მიუხედავად, ცხიმის დასარეგულირებელ შამპუნს ვხმაროთ, ქერტლის საწინააღდეგოს თუ სხვას, ხშირი დაბანით თავის კანს ვაცლით საჭირო ცხიმს და იგი საპასუხოდ კიდევ უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს. შამპუნი უნდა შეიძინოთ აფთიაქში, სამკურნალო კოსმეტიკის სექციაში. სწორი მოვლის საშუალებებთან ერთად გირჩევთ, ჩაიტაროთ „ვიადერმი კომპლიტის“ კურსი, რომელიც არეგულირებს ცხიმიანობას, რადგან მასში შედის სპილენძი და თუთია (ანთების და თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედებით).

რით შეიძლება იყოს გამოწვეული ხელისა და ფეხის თითებზე ბუშტუკებიანი წვრილი გამონაყარი?
ეს შესაძლოა იყოს დისჰიდროზული ეგზემა, რომელიც უფრო იმ ადამიანებ ემართებათ, ვისაც აწუხებთ ოფლიანობა. ასევე გამოსარიცხია სოკოვანი დაავადებები. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია.
კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან ერთად „ვიადერმი კომპლიტი“ უნგა გამოვიყენოთ თუ „ვიადერმი კანის სილამაზე“?
კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან ერთად მე ხშირად ვურჩევ პაციენტებს „ვიადერმი კანის სილამაზეს“, რადგან იგი კარგად ებრძვის დაბერების პროცესს, ხოლო პროცედურების უმეტესობა კი სწორედ ამ მიზნით ტარდება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც აღინიშნება აკნე, ანთებითი გამონაყარი, სებორეა თუ როზაცია, ვიყენებ „ვიადერმი კომპლიტს“, რომელიც კარგად ალაგებს ამ პრობლემას. რაც მთავარია, ვიადერმი არ იწვევს წონაში მატებას, რადგან მასში არ შედის B ჯგუფის ვიტამინები. იგი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ნივთიერებები სწორად გადამუშავდება აღწევს იქ, სადაც საჭიროა.
ზოგადად, პროცედურების აქტიურად ჩატარება რეკომენდებული არ არის ზაფხულში. ამ პროცედურების შემდეგ კანი ხდება უფრო მგრძნობიარე და მზემ შეიძლება დააზიანოს, დატოვოს ლაქები. ასევე უნდა მოვერიდოთ ღრმა წმენდას ანთებითი პროცესების დროს. თუ წმენდისას ვიყენებთ დერმაბრაზიას, 3-5 დღე მზეზე გასვლა რეკომენდებული არ არის, რადგან დერმაბრაზია კანს ზედაპირულ ფენას აცლის და კანი ხდება დაუცველი.

რა იწვევს ჭორფლს?
ჭორფლი არის თანდაყოლილი ლაქები, რომელიც ორგანიზმის/კანის კონსტიტუციური აგებულებაა. მასთან ბრძოლა ცოტა უიმედოა, რადგან მისი გაქრობა გამორიცხულია. მზეზე გასვლისთანავე მელანოციტები გააქტიურდებიან და ეს წვრილი ლაქებიც გამუქდება. ზამთრის პერიოდში ჭორფლი უფრო ღია ფერის არის.

რა შეიძლება ჩაითვალოს ატოპიური დერმატიტის პაროვოცირებელ ფაქტორად?
ატოპიური დერმატიტი ჩნდება, როდესაც კანი არის მშრალი (ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი). სწორი მოვლა გულისხმობს დამატენიანებლების, შარდოვანას შემცველი კრემების მუდმივად გამოყენებას, რაც ხელს უშლის პროცესის გამწვავებას, ანთებითი გამონაყარის გაჩენას.

რისი ბრალი შეიძლება იყოს ფეხზე კანის აქერცვლა და ქავილი?
კანის მთელს სხეულზე გამოშრობა შეიძლება გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისგან. ზოგადად კი, სხეულზეც და ტერფებზეც აუცილებელია დამატენიანებელი კრემის გამოყენება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში (არსებობს პეციალურად ტერფებისთვის განკუთვნილი კრემები). კიდურების დასატენიანებლად კარგია შარდოვანას შემცველი კრემები.

ცხიმიანი კანის და ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში რა უნდა მოვიმოქმედოთ, შეიძლება თუ არა სახის გაწმენდა?
ცხიმიანობასა და გამონაყართან ერთად იქნება აკნეც. ამ შემთხვევაში წმენდა რეკომენდებული არ არის. ამ პრობლემის მკურნალობა კომპლექსურია, საჭიროა სპეციალური დასაბანი საშუალებების, გამშრობი გელების და კრემების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს ჰიალურონის მჟავას შემცველი კრემები, სალიცინის შემცველი დასაბანი საშუალებები. ძლიერი გამონაყარის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის, თუთიას დანიშვნა. ძალიან კარგია „ვიადერმი კომპლიტის“ კურსის ჩატარება, სადაც შედის როგორც თუთია, ისე ფურისულა და ჰიალურონის მჟავა. მათი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ებრძვის გამონაყარს და ხელს უწყობს მის ალაგებას. რაც შეეხება პროცედურებს, შეიძლება გამოვიყენოთ ფოტოთერაპია და პლაზმოლიფთინგი. აკნეს ასალაგებლად დრო არის საჭირო.

რეკომენდებულია თუ არა “ვიადერმის” მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?
მიუხედავად იმისა, რომ „ვიადერმი“ აბსოლუტურად უსაფრთხოა მისი შემადგენლობიდან გამომდინარე და უკუჩვენება ჯერ არ დაფიქსირებულა, ორსულობა და ლაქტაცია ის პერიოდია, როდესაც ეჭვის ქვეშ ვერ დავაყენებთ პატარებს. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზმით ამ დროს მიღება რეკომენდებული არ არის. ლაქტაციის შემდეგ კი მისწრებაა “ვიადერმის” კურსის ჩატარება, რადგან ამ დროს იწყება რიგი პრობლემები და საჭიროა ორგანიზმის მომარაგება საჭირო ნივთიერებებით.

როგორ ვებრძოლოთ გამონაყარს ზურგისა და გულ-მკერდის არეში?
თუ სახეზე გამონაყარი არ არის, მაგრამ არის სხეულზე, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფოლიკულიტთან – თმის ფოლიკულის ანთებასთან. თუ გამონაყარი ჩირქოვანია, ადგილობრივად უნდა წავისვათ ანტიბიოტიკის შემცველი კრემი ან გელი. შეიძლება შეირჩეს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური სპეციალური დასაბანი საშუალებები, ასევე გამწმენდი ლოსიონები. თუ ეს ეფექტს ვერ მოგვცემს, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების დალევა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სიმძიმისაა გამონაყარი.