შემადგენლობა:ერთი კაფსულა შეიცავს: ბაკოპა მონიერა – 100 მგ, გინკგო ბილობა – 60 მგ, გამა-ამინოერბოს მჟავა -125 მგ, ვიტამინი B1 – 0,6 მგ, ვიტამინი B2 – 0,7 მგ, ვიტამინი B5- 6 მგ, ვიტამინი B6-0,7 მგ, ვიტამინი B9- 0,2 მგ, ვიტამინი B12 – 1,25 მკგ, თუთია – 5 მგ.ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბეტროპილი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას. გააჩნია ნეოროპროტექტორული, ვაზომარეგულირებელი, ვაზოპროტექტორული, გეროპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას თავის ტვინში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას. იცავს ნერვულ უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან. აუმჯობესებს აზროვნების პროცესებს, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ააქტიურებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას.
ბაკოპა მონიერა უძველესი ინდური სამკურნალო მცენარეა, რომელიც გამოიყენება მეხსიერების, ინტელექტუალური და მენტალური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ხელს უწყობს დასწავლის პროცესისა და გონებრივი შესძლებლობების ზრდას. გააჩნია ანქსიოლიზური და ანტიოქსიდანტური თვისებები.
გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობის ზრდას. ზრდის თავის ტვინში დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს, ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, უზრუნველყოფს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
გამა–ამინო–ერბოს მჟავა (GABA) ძირითადი შემაკავებელი ნეირომედიატორია, თრგუნავს აგზნების პროცესებს თავის ტვინში და გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზისა და ჟანგბადის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას.
B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას. მონაწილეობენ ნერვული უჯრედების ფორმირებაში და ხელს უწყობენ ნერვული იმპულსის გადაცემას. აუმჯობესებენ კოგნიტურ შესაძლებლობებს, ამაღლებენ გუნება-განწყობილებას. მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში.
თუთია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნერვული და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ ფუნქციობას; მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში; აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოორდინაციის უნარს.
ჩვენებები:
- კოგნიტური და ინტელექტუალური დარღვევები თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული დაავადებების დროს
- ქრონიკული ცერებრო-ვასკულური პათოლოგია
- პერიფერიული ნერვული სისტემის და მიკროცირკულაციის დარღვევები
- სხვადასხვა გენეზის დემენცია
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუ, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია)
- ფსიქო-ემოციური სტრესი და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება
- ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი
- ქალა-ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება
- მხედველობის დარღვევები
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
12 წლის მოზარდებში და მოზრდილებში: ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში, კვების დროს ან კვების შემდეგ.
მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა – 2 თვე.
გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30. საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ACONITUM, ლიტვა