მარხვის პერიოდში ცხოველური ცხიმებისა და რძის პროდუქტების დეფიციტის გამო, ორგანიზმში მეგობარი ბაქტერიების რაოდენობა ბუნებრივად მცირდება და კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა ირღვევა. მარხვის დასრულების შემდეგ, ნოყიერ კვებაზე გადასვლის შედეგად, მრავალფეროვანი საკვების მონელება-გადამუშავება რთულდება, რის გამოც ჩნდება შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიც არის შებერილობა, სიმძიმე, მუცლის გადავსება, ყაბზობა, დისბიოზი და სხვა, რაც იწვევს წონაში მატებასაც.
სწორედ ამიტომ, ფარმაცევტულმა კომპანია არტფარმამ“, ბრენდით „ბიოპრონ 9 პრემიუმი“, საინფორმაციო კამპანია #არშეირგოკალორია დაიწყო, რომელიც კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის აღდგენასა და ზედმეტი კალორიების ათვისების პრევენციას ისახავდა მიზნად.
„ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოადგენს ევროპულ პრობიოტიკს 20 წლიანი გამოცდილებით, რომლის მთავარი ფუნქცია სწორედ კუჭ-ნაწლავზე ზრუნვაა. აღსანიშნავია, რომ„ბიოპრონ 9 პრემიუმის“ 9 შტამიდან 4 შტამი უშუალოდ ხელს უშლის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ე.წ. მუცლის ცხიმის წარმოქმნას, ზედმეტი კალორაჟის ათვისებას და მეტიც, ამცირებს წელისა და მუცლის გარშემოწერილობას.