წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს არტფარმას (შემდგომში “კომპანია”) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.artpharma.ge  ვებ-გვერდის გამოყენებას.

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს. www.artpharma.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში.

 

1. განცხადება

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • არის 18 ან მეტი წლის ფიზიკური პირი.
  • გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
  • მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
  • მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლის მიერ დაინიცირებული ოპერაციების დასამუშავებლად.
  • მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას და მოითხოვოს მასზე არსებული ინფორმაციის რედაქტირება ან სრულად წაშლა.

 

2. პროდუქტის შესყიდვა და პირობები:

  • მყიდველი შემოდის ვებ-გვერდზე artpharma.ge-ზე
  • ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და მიყვება შესყიდვის ინსტრუქციებს
  • შესყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: სახელი /გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქტიური მისამართი მიტანის სერვისისთვის და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
  • პროდუქცია გაყიდულად ითვლება გადახდის დასრულებისა და გადახდის დადასტურებისთანავე.
  • პროდუქციის მიწოდება ხორციელდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით, შემდეგი პირობებით:
    • თბილისი – 2 სამუშაო დღე; ღირებულება 5.50 ლარი
    • რეგიონი – 4 სამუშაო დღე; ღირებულება 6.90 ლარი
    • 2 ან მეტი კიტის შეძენის შემთხვევაში მიტანა უფასო (თბილისი/რეგიონი)
  • გაყიდული პროდუქცია უკან არ დაბრუნდება
  • თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა artpharma.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით, მას შეუძლია იხილოს კომპანიის ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, ან მოგვწეროს შეკითხვები ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/artpharma.ge

 

3. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
  • ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
  • თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

4. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა:

წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება www.artpharma.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელს კი ექნება საშუალება დაეთანხმოს მათ ვებგვერდის მომდევნო გამოყენების დროს.