ნინო სამადაშვილი: “გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნუტრიენტებით უნდა მოხდეს ბავშვის ორგანიზმის გამდიდრება “

წარმოგიდგენთ რუბრიკას „ბავშვის სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება“, რომლის მიზანია, მშობლებს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც ბავშვის ზრდის სხვადასხვა ასაკში, ან სეზონურად აქტიურდება. რუბრიკის სტუმრები იქნებიან საქართველოს წამყვანი სპეციალისტები სამედიცინო სფეროში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, დაუსვას ექიმს კითხვა შესაბამისი პოსტის ქვეშ, რომელიც არტფარმას ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება. შემოსული კითხვებიდან შეირჩევა რამდენიმე.

რუბრიკის წარმდგენია ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა”, რომლის მიზანია საქართველოში ჯანმრთელობისა და პრევენციის მიმართულებით თანამედროვე ევრპული სტანდარტების დამკვიდრება.

დღეს წარმოგიგდგენთ, რუბრიკის პირველ სტუმარს პედიატრ, თემურ მიქელაძეს, რომელმაც უპასუხა შემოსულ კითხვებს.  

კითხვა: ჩემს გოგოს აქვს წინა, გულთა შუა ძგიდის დეფექტი 8მლ,  5 წლის ხდება. მაინტერესებს აუცილებელია თუ არა გაუკეთდეს ოპერაცია, ან თუ შეიძლება არ ჩაერიოს ექიმი და დარჩეს როგორც არის,  რამდენად იმოქმედებს არჩარევა ბავშვის ზრდა განვითარებაზე?

ბ-ნი თემური: უნდა შეფასდეს ბავშვთა კარდიოლოგთან ერთად. დინამიკაში სწორად ჩატარებული ექოკარდიოგრაფიული კვლევებით უნდა შეფასდეს, 8 მმ წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტმა რამდენად შეიძლება გამოიწვიოს გულის კამერების გადიდება (დილატაცია). როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა ღია წესით საერთოდ არ უნდა დასჭირდეს. მდებარეობის მიხედვით კარდიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს მისი მაქსიმუმ ენდოვასკულარული დახურვა (ქირურგიული ოპერაციის გარეშე ).

კითხვა: ატოპიური დერმატიტი რამდენად ექვემდებარება მკურნალობას თუ ალერგენი ვერ დადგინდა? და რა კვლევაა ასეთ დროს საჭირო?

ბ-ნი თემური: ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მიზეზები ხშირად ვერ დგინდება, სწორედ ამიტომაც ჰქვია ატოპიური დერმატიტი. სიმწვავის მიხედვით ინიშნება მკურნალობა. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ კორტიკოსტეროიდებისგან (ჰორმონები).

კითხვა: რას გვირჩევთ, როდესაც ბავშვი ხშირად ავადობს? შემოდგომიდან მოყოლებული დაახლოებით 6-7-ჯერ ჰქონდა ვირუსული ინფექცია, ძირითადად ხველის სახით გამოხატული და რადგან ბავშვს დაბადებიდან ძალიან ფხიზელი ძილი აქვს, უჭირს დაძინებაც. რამდენად მიზანშეწონილია დამამშვიდებლის მიცემა?

ბ-ნი თემური: 3-5 წლის ასაკში ბავშვი ავადობს მთელი წლის განმავლობაში 7-9-ჯერ, ძირითადად ვირუსული ინფექციით და ეს დამოკიდებულია სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში მათი დასწრებით. 5-9 წლის ასაკში, კი 4-5-ჯერ. მოზარდები და მოზრდილები ავადობენ 1-2-ჯერ წელიწადში, რაც ითვლება ნორმად. ხველა ორგნიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომლის მიზანია ნახველისა და რესპირაციული პათოგენების მოცილება. ხველის უამრავი მიზეზი არსებობს და დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმთან ვიზიტია საჭირო. ე.წ. ფხიზელი ძილისთვის დასამშვიდებელი საშუალებები არ არის რეკომენდებული.

კითხვა: ალერგიულ დერმატიტს როგორ შეიძლება ვუმკურნალო? გამოვიკვლიე, მაგრამ რაზე აქვს ალერგია ვერ მითხრეს, 6 წლის ხდება ბავშვი.

ბ-ნი თემური: ალერგიულ დერმატიტს უნდა ვუმკურნალოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ კონკრეტულ შემთხვევაში ალერგენი არ დადგინდა, ეს წესით პროგნოზულად კეთილსაიმედოა და ასაკთან ერთად გაივლის.

კითხვა: მყავს 4 წლის გოგო და აქვს უმადობა. შეიძლება მთელი დღის განმავლობაში 2 ლუკმა შეჭამოს. რითი არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება?  გთხოვთ მითხრათ რამე წამალი უმადობასთან დაკავშირებით.

ბ-ნი თემური: უმადობა ეს არის სუბიექტური ჩივილი. თუ ბავშვს მონაწილეობას მიაღებინებთ საკვების მომზადებაში და ლამაზად გააფორმებთ,  ყოველდღიურად შესთავაზებთ მრავალფეროვან მენიუს, ის აუცილებლად დაიწყებს ჭამას. მხოლოდ მშობლების მოთმინებაა საჭირო.

კითხვა: 5 თვის ბავშვმა, უკვე მეორეჯერ გადაიტანა ბრონხიოლიტი და ზედა სასუნთქი გზების მწვავე უკმარისობა, რით შეიძლება მოხდეს იმუნიზაცია და ასეთი თოთოს დაცვა ვირუსებისგან ?

ბ-ნი თემური: პირველ რიგში, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, მაქსიმალურად თავი აარიდეთ კონტაქტებს, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან. იმუნიზაცია ამ ასაკში ხდება მხოლოდ გეგმიური კალენდრის მიხედვით, გრიპის იმუნიზაცია იწყება 6 თვის ასაკიდან.

კითხვა: მყავს 2 წლის გოგონა, მხიარული, არ არის მშიშარა, არც ვუჯავრდებით, რომ ვიფიქროთ შიში აქვს ვინმესი.  ყოველ ღამე 2 საათზე ძილში ისტერიული ტირილი ეწყება, რომ ველაპარაკები არ ესმის, თითქოს ვერც გვცნობს და მებღაუჭება ხელებით. ორი წუთის შემდეგ მშვიდდება და აგრძელებს ძილს დილამდე მშვიდად. მაინტერესებს რას გვირჩევთ?

ბ-ნი თემური: ალბათ, ეს არის ძილის დარღვევა. ესეც ფიზიოლოგიურია ამ ასაკის ბავშვისთვის და ასაკის მატებასთან ერთად თავისით გაივლის. არანაირი დამამშვიდებელი არ არის საჭირო.

კითხვა: მყავს 1,5 თვის ბიჭი და 2,8 თვის გოგო. მაინტერესებს რა ვიტამინებია აუცილებელი ამ ასაკში გარდა D ვიტამინისა, თევზის ქონისა? ზრდა-განვითარებისთვის კიდევ რა ვიტამინებია რეკომენდებული?

ბ-ნი თემური: D ვიტამინის გარდა, სხვა ვიტამინი არ არის რეკომენდებული, თუ არ არის მათი დეფიციტი. 1,5 თვის ბიჭი 2 წლამდე საჭიროებს D3 ვიტამინის მუდმივ პროფილაქტიკას, ხოლო 2,8 წლის ბავშვი სეზონურად, ექიმის დანიშნულებით, საჭიროებს D3 ვიტამინის პროფილაქტიკურ დოზირებას. ჩემს პრაქტიკაში ხშირად მივმართავ ვიტაფეროლს – D3 ვიტამინის შემცველ უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას.

კითხვა: 3 წლის ბავშვი დადის ბაღში. ორ კვირაში ერთხელ ცუდად მიხდება და სჭირდება ანტიბიოტიკები, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. რა შეიძლება მივცე, რომ ასე ხშირად არ იყოს ავად?

ბ-ნი თემური: ბაღში სიარულის დროს ხშირია კონტაქტი ვირუსულ ინფექციებთან, ვირუსული ინფექციები მოგეხსენებათ უამრავია –  1 თვის განმავლობაში შეიძლება ერთდროულად ცირკულირებდეს გრიპის, კორონავირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მეტაპრნემო ვირუსი, ბოკავირუსი და ა.შ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბენეფიციარი ბავშვები, შეიძლება ყოველ 2 კვირაში დაავადნენ სხვადასხვა ვირუსით. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ კლინიკურად და ლაბორატორიულად დადასტურებული ბაქტერიული ინფექციების დროს.

კითხვა: მყავს 14 წლის გოგონა. აქვს D ვიტამინის ნაკლებობა. რომელი წამალი შეიძლება მივცე და რა დოზით.

ბ-ნი თემური: თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზღვრავთ ვიტამინ D3-ის მარაგს ანუ დეპოს, რომელიც არის თირკმელში და ღვიძლში. აქტიური ფორმა 2 საათში იშლება და არ ისაზღვრება. თქვენს შემთხვევაში გჭირდებათ D3 ვიტამინის პროფილაქტიკა სეზონურად, მაგალითისათვის – ვიტაფეროლით.

კითხვა: მოგვწერეთ რეკომენდაცია, თუ როგორ გავზარდოთ ხშირად მოავადე ბავშვები. 3 წლის ბიჭი მყავს და თითქმის ყოველ დღე გაციებულია. ხშირად გვიკეთდება ანტიბიოტიკიც.

ბ-ნი თემური: ხშირად მოავადე ბავშვებისათვის საჭიროა მაქსიმალურად პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ შორის შეზღუდეთ ბაღში სიარული. აუცილებელია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მინერალებით, მიკროელემენტებით და ვიტამინებით ბალანსირებული სრულფასოვანი კვება.

კითხვა: მყავს 3 წლის გოგო და სიცხის ან ყელის ტკივილის დროს, ლორწოს იღებს ძალიან დიდი რაოდენობით, მასა ძალიან სქელია და თან უჭირს ამოღება. რამდენჯერმე გადასხმებიც დაგვჭირდა, რისგან შეიძლება მომდინარეობდეს მსგავსი რამ?

ბ-ნი თემური: ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ჰგავს პოსტნაზალურ გადანადენის სინდრომს.

კითხვა: მაინტერესებს რას ნიშნავს, როდესაც 4 წლის ბავშვს ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალი აქვს?

ბ-ნი თემური: დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ერთეულითაა მაღალი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებს ჰემატოლოგის კონსულტაციას.

კითხვა: მაინტერესებს კუჭნაწლავის პრობლემის დროს,  კონკრეტულად ჰირშპრუნგის დროს, რა გარკვეული მითითებების დაცვა მევალება?

ბ-ნი თემური: ჰირშპრუნგის დაავადების დროს საჭიროა ბავშვთა ქირურგის, პედიატრისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია, ასევე სპეციფიური დიეტური საშუალებებით მკურნალობა. მოწოდებულია ოპერაციული მკურნალობა.

კითხვა: ასეთი ტერმინი მსმენია ყელის აცრა, რას ეძახიან პედიატრები ყელის აცრას?

ბ-ნი თემური: მსგავსი არაფერი მსმენია, თუ გულისხმობთ პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, საქართველოში ტარდება გეგმიურად. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში ტარდება A ჯგუფის სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კითხვა: მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ჰემაგიომის შესახებ. ოპერაცია საჭირო არის თუ თავისით გაიწოვება? (ფოტო თანდართული იყო)

© http://beautymagazine.ge/ 

ბ-ნი თემური: ამ კონკრეტული ჰემანგიომის შემთხვევაში, ალბათ სასურველია მხოლოდ კონსერვატული მკურნალობა β2 ადრენობლოკატორებით (პროპრანოლოლი), როგორც პერორალურად, ისე ადგილობრივად.

კითხვა: 3 წლისაა ჩემი ბიჭი და ხშირად აქვს ყელის პრობლემა, რასაც თან ახლავს ანგინა. რა შეიძლება მივაწოდო ორგანიზმს, რომ იმუნიტეტი გაუძლიერდეს და გლანდების დაცვაც შევძლოთ?  

ბ-ნი თემური: ტონზილექტომია ნაჩვენებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 5 წლამდე ავადობის სიხშირე მოზრდილებთან შედარებით 3-4 ჯერ მეტია. ძირითადად ვირუსული ინფექციებით და ასაკის მატებასთან ერთად გაივლის.