ნეონატოლოგ თამარ კოკაიას რჩევები მშობლებისთვის

Beauty Magazine, რუბრიკაში “ჯანმრთელობა”, წარმოგიდგენთ ნეონატოლოგ, თამარ კოკაიას რჩევებს ჩვილობის ასაკში განვითარებულ კოლიკასთან დაკავშირებით:

  1. რას წარმოადგენს ჩვილთა კოლიკა და რამდენად აქტუალურია იგი ამ ასაკში?

კოლიკა ჩვილობის ასაკის, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა, როგორც თავად ბავშვისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის და პედიატრისთვის. კოლიკას სტანდარტული დეფინიცია არ გააჩნია, მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე დაწყებული ტირილი, ხშირად ეს გრძელდება დღეში 3 საათი და მეტიც კი, ვითარდება ჩვილებში, რომელთა ასაკიც 3 თვე და ნაკლებია. კოლიკა უმეტესად საღამოს საათებში ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა გამოყოფენ კუჭ-ნაწლავურ, ბიოლოგიურ და ფსიქო-სოციალურ (ოჯახში განვითარებული ხმაური, ყვირილი, აგრესია, სტრესული გარემო და სხვა ) ფაქტორებს. უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი განსხვავება არ არის კოლიკის განვითარების თვალსაზრისით მდედრობითი და მამრობითი სქესის, დროულ და დღენაკლულ, ძუძუთი თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს შორის.

2. გარდა კოლიკისა, რა დისკომფორტის გამო შეიძლება ტიროდეს პატარა ?

ჩვილის ტირილის მიზეზი შეიძლება სრულიად ბანალური იყოს, როგორიც არის მაგალითად შიმშილი, არასაკმარისი კვება, გამოსაცვლელი საფენი, ზედმეტად თბილად ჩაცმა და ა.შ. თუმცა არსებობს მრავალი დაავადება, რის გამოც ბავშვი შეიძლება ტიროდეს, როგორიც არის მაგალითად: გულ-სისლძარღვთა, ცენტრალური ნერვული, გასტროინტესტინალური თუ უროგენიტალური სისტემის პათოლოგიები, ტრავმული დაზიანებები, მეტაბოლური დარღვევები, ინფექციური დაავადებები, საფენისმიერი დერმატიტი,ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა. ამიტომ ჩვილის ტირილის შეფასება სპეციალისტს უნდა მივანდოთ.

3. როგორია ნეონატოლოგის / პედიატრის რეკომენდაცია ახალბედა მშობლებისთვის, რომელთა პატარას აწუხებს კოლიკა, შებერილობა და სხვა დისკომფორტი – რა ზომებს უნდა მივმართოთ?

პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ კვების ტექნიკა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰაერის ჩაყლაპვა. ბოთლით კვების შემთხვევაში მაქსიმალურად ვერტიკალური პოზიცია უნდა შევარჩიოთ. ყველა ხერხი გამოვიყენოთ პატარას დასამშვიდებლად, ამაში დაგეხმარებათ მაგალითად საწოვარა, თბილი წყლის აბაზანები, მუცლის მსუბუქი მასაჟი, დარწევა, მანქანით ან ბავშვის ეტლით გარეთ სეირნობა, ასევე, ეფექტურია ე.წ. „თეთრი ხმაური“(ეს არის მტვერსასრუტის, თმის საშრობის, სარეცხი მანქანის ხმა) და ზოგადად გარემოს შეცვლა.

4.  როგორია თქვენი პრაქტიკული გამოცდილება „სიმფენოლთან“ მიმართებაში?

2016 წელს გამოჩნდა კვლევები, რომლებშიც საუბრობენ სიმეთიკონის როლზე კოლიკის მკურნალობაში. სიმეთიკონების ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია „სიმფენოლი“. გარდა სიმეთიკონისა იგი შეიცავს კამისა და ცერეცოს ზეთებს, რომელთაც მკვრივი განავლის ფორმირების პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. შესაბამისად, გარდა კოლიკით გამოწვეული დისკომფორტის სწრაფი კუპირებისა, „სიმფენოლი“ ხელს უწყობს ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობას და ამცირებს შებერილობის, ყაბზობის, მეტეორიზმისა და ფლატულენციის რისკს. „სიმფენოლის“ უპირატესობა გახლავთ გამოყენების სიმარტივე, ინიშნება მხოლოდ ორჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი საკვებში გახსნაც. „სიმფენოლი“ არ შეიწოვება ორგანიზმში და ცხადია მინიმალურია მისი გვერდითი ეფექტებიც.

ბავშვის სწორ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მედიკოსებთან ინტერვიუები ხორციელდება ფარმაცევტული კომპანია “არტფარმას” მხარდაჭერით.