„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც მწერები, განსაკუთრებით კი კოღოები აქტიურდებიან. ყველაზე მეტად კოღოები თავს ესხმიან პატარებს, რომლებიც მეტად დაუცველნი არიან მათ მიმართ. რა გართულებები შეიძლება მოიტანოს კოღოს ნაკბენმა და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები მათგან – აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ქ-ნი ინგა მამუჩიშვილი.

ქ-ნი ინგა: ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად განსაკუთრებით მატულობს მწერების, ყველაზე ხშირად კი კოღოს ნაკბენის თემა. კოღოები, ისევე როგორც მწერების უმეტესობა ცივსისხლიანები – ექტოთერმულნი არიან, ანუ ჩვენგან განსხვავებით, მათი სხეულის ტემპერატურა და შესაბამისად სიცოცხლისუნარიანობა მჭიდროდ არის დამოკიდებული მათ გარშემო არსებულ ტემპერატურაზე. სწორედ ამიტომ, კოღოების გამრავლებისთვის და მათი სასიცოცხლო ციკლის დაჩქარებისთვის საუკეთესო პერიოდი ზაფხულია. კოღოებს განსაკუთრებით უყვართ სიცხე და ნესტი, შესაბამისად ზაფხულში, მით უფრო ისეთ გარემოში სადაც მდინარე, ზღვა, ტბა, წყალსაცავი არის ახლოს, მათი სიმრავლე შეინიშნება. 

ქ-ნო ინგა, რა საფრთხის შემცველია კოღოს ნაკბენი ბავშვისთვის?

ქ-ნი ინგა: ბუნებაში 3000-ზე მეტი კოღოს სახეობა არსებობს. როგორც წესი კბენისთვის მდედრი კოღოა საშიში, მას ხორთუმისებრი პირის აპარატის აგებულება აქვს და ბავშვის ხორცს ჩაეჭიდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება გაჩნდეს პაპულა, ჰიპერემიული უბანი და შიგნით განვითარდეს პატარა ჩირქოვანი თავი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის იმუნური სისტემა გააქტიურდა იმ ტოქსინი მიმართ, რომელიც ბავშვის ორგანიზმში კოღომ შეუშვა. კოღოს ნაკბენის ადგილზე ინტენსიური, ძლიერი ქავილი ხშირად იწვევს ჭრილობის დაინფიცირებასაც. პირველ რიგში, კოღოს ნაკბენისას უნდა დავაკვირდეთ, როგორი რეაქცია აქვს ორგანიზმს. შეიძლება, იყოს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ჰიპერემიითა და ქავილით გამოიხატება, ან – უფრო მძიმე შედეგი მოყვეს და ანაფილაქსიით გამოიხატოს. ერთი შეხედვით კოღოს პატარა, უმნიშვნელო ნაკბენი შეიძლება ალერგიული დერმატიტის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კოღოების სახეობები, რომლებიც ხშირად ხდებიან ლეიშმანიოზის, მალარიის, ზიკას ვირუსის ან სხვა ინფექციის გამავრცელებელნი. 

ქ-ნო ინგა, როგორ დავიცვათ პატარები ზაფხულში კოღოებისაგან?

ქ-ნი ინგა: პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ გარემოში სადაც პატარები გვყავს მაქსიმალურად გვქონდეს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; ფანჯრებსა და კარებებზე გამოვიყენოთ მწერების საწინააღმდეგო ბადეები; უსაფრთხოა ე.წ. ელექტრო მოწყობილობები, რომლის გარშემოც მწერები ვერ ჩერდებიან. კოღოებისა და მათი ნაკბენის გართულებებისაგან მნიშვნელოვანია ხშირად დავბანოთ პატარას ხელები – ნაკბენის ქავილისას ინფექციის შეჭრის თავიდან არიდების მიზნით; საღამოს საათებში, როცა განსაკუთრებით მაღალია კოღოების აქტიურობა, პატარას ჩავაცვათ თხელი, გრძელ მკლავიანი სამოსი. ასევე არსებობენ მცენარეები, რომელთა ეთერზეთებს და სურნელს განსაკუთრებით უფრთხიან მწერები, კოღოები. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულია იმ მცენარეთა ნუსხა, რომლებსაც რეკომენდაციას უწევენ როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალებებს. მათ შორისაა ისეთი ცნობილი მცენარეების ეთერზეთები, როგორიცაა ევკალიპტი, როზმარინი, პიტნა, ფიჭვი, ფორთოხალი…

ქ-ნო ინგა, როგორ გამოვიყენოთ ეთერზეთები პატარებისთვის? რას გვირჩევთ?

დავიწყოთ იმით, რომ ეთერზეთებით არომათერაპია საუკუნეების მანძილზე აპრობირებული და აღიარებული მიდგომაა როგორც სხვადასხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ, ასევე  მწერებთან ბრძოლის მხრივ. მცენარეული ეთერზეთები ხასიათდებიან მკვეთრი სურნელითა და ისეთი ნივთიერებების შემცველობით, რომელთა მიმართ მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ერიდებიან იმ ადგილს, სადაც მათი არომატია. განზავების გარეშე, პირდაპირ ეთერზეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა კანის გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. ამ მხრივ სრულიად უსაფრთხო და ეფექტურია სპეციალური აპლიკანტების გამოყენება. საქართველოში, ხელმისაწვდომია ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“  ცნობილი ბრენდის „სინულანის“ სპეციალურად პატარებისთვის შექმნილი, არომატული პატჩები – „სინულან ფორტე არომას“ სახელწოდებით. თითოეული პატჩი, რომელიც უნდა მიემაგროს ბავშვის ტანისამოსის (ან საღამურის) ზედაპირს, გულმკერდის მიდამოში ან იმ საწოლს, სადაც ბავშვს სძინავს, შეიცავს სწორედ ევკალიპტის, როზმარინის, ფიჭვის, პიტნისა და ფორთოხლის 100%-ით ნატურალურ, მცენარეულ ეთერზეთებს და მათ არომატს აფრქვევს 8 საათის განმავლობაში. მარტივად რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ ვამაგრებთ პატარას საწოლს ან ტანისამოსს „სინულან ფორტე არომა პატჩს“ და 8 საათის განმავლობაში მინიმუმამდე დაგვყავს შემაწუხებელი მწერების და კოღოების იერიში. სხვადასხვა კლინიკური კვლევებით დასტურდება, რომ „სინულან ფორტე არომა პატჩში“ შემავალი მცენარეული ეთერზეთების კომბინაცია 88-95%-იან ეფექტს ავლენს კოღოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, „სინულან ფორტე არომას“ გააჩნია დამამშვიდებელი და ანტიალერგიული მოქმედება, რაც ერთის მხრივ ამცირებს ბავშვებში ღამით როგორც კოღოს ნაკბენის ქავილით გამოწვეული გაღიზიანებულობის და უძილობის მოვლენებს, ასევე იცავს პატარას შესაძლო ალერგიული რეაქციებისაგან. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ შემადგენლობაში შემავალ თოთოეულ კომპონენტს გააჩნია FDA/EMA-ს რეკომენდაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის „სინულან ფორტე არომას“ უსაფრთხოების პროფილს. 

ქ-ნო ინგა, რა ასაკიდან არის რეკომენდებული და რა სიხშირით „სინულან ფორტე არომა პატჩის“ გამოყენება?

ქ-ნი ინგა: 18 თვიდან ნებისმიერი ასაკის პატარასთვის სრულიად უსაფრთხო და რეკომენდებულია „სინულან ფორტე არომა პატჩების“ გამოყენება. რაც შეეხება სიხშირეს, შეგვიძლია დილით და საღამოს გამოვიყენოთ რათა როგორც დღისით, ასევე ღამით დავიცვათ პატარები, ან გამოვიყენოთ მხოლოდ საღამოს, როცა განსაკუთრებით მაღალია კოღოების და მწერების სიხშირე. ეს ის პროდუქტია, რომელიც ზაფხულის პერიოდში  თამამად შეგვიძლია გახდეს ჩვენი შვილების საუკეთესო დამცავი საშუალება კოღოების და მწერების წინააღმდეგ.