წონის კორექცია და სასურველი, ჯანსაღი წონის შენარჩუნება აქტუალური საკითხი არა მხოლოდ ესთეტიური თვალსაზრისითაა, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. არსებობს პროდუქტები, რომელთა საკვების რაციონში დამატება, დაგვეხმარება ზედმეტი კილოგრამების კლებაში, თუმცა, ასევე არსებობს პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც პირიქით, ზრდის ჭარბო წონის განვითარების რისკს. კლინიკური კვლევებითა და პირადი, სამედიცინო პრაქტიკით გაჯერებული რეკომენდაციები მსმენელს „ვადერმის“ ფეისბუქის გვერდზე, პროექტ „ლაშა უჩავას რჩევების“ ფარგლებში, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ლაშა უჩავამ გააცნო.
,,ყავა – ადამიანთა უმეტესობისათვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი მთავარი კომპონენტი – კოფეინია, რომელიც აძლიერებს მეტაბოლიზმს და გარკვეულწილად ხელს უწყობს მადის დაქვეითებას. თუმცა, მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რადგან დიდი რაოდენობით ყავის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა, რაც თავის მხრივ ზრდის ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. იმისათვის, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ და ყავის დადებითი თვისებებიც გამოვიყენოთ, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს ორი ფინჯანი ყავის მიღება.
მწვანე ჩაი – ყავის მსგავსად დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს და აძლიერებს მეტაბოლიზმს, თუმცა ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედებს გარემოსა და სხვა ფაქტორების მავნე ზეგავლენისაგან იცავენ. მწვანე ჩაი ასევე შეიცავს ნივთიერება L-თიანინს, რომელსაც დამამშვიდებელი და ძილის ფიზიოლოგიური რითმის მარეგულირებელი მოქმედება აქვს, რაც მნიშვნელოვანია წონის კორექციის და შენარჩუნების დროს.
პიტნა – დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც საბოლოო ჯამში სტრესის ჰორმონების დონის შემცირებას ახდენს, რომლებიც ხელს უშლიან ინსულინის მოქმედებას (ჰიპერინსულინემია წონის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია).
თხილეული – მიუხედავად იმისა, რომ თხილეული მაღალკალორიული პროდუქტია (ცხიმის შემცველობიდან გამომდინარე), ის შეიცავს ისეთ დადებით ცხიმებს, როგორიცაა მცენარეული ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში ეხმარება.
ბოსტნეული – ყოველდღიური რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც ორგანიზმის მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო იზრდება. ზოგიერთი ბოსტნეული თერმული დამუშავების პროცესში კარგავს ვიტამინებისა და მინერალების ნაწილს. ამიტომ, პაციენტებს დღის განმავლობაში ხშირად ვურჩევ ბოსტნეულის წვენის სახით მიღებას. ბოსტნეულის წვენი გაჯერებულია ყველა აუცილებელი ნუტრიენტით. მაგალითად: 3 კგ სტაფილოსგან შეიძლება მივიღოთ 2 ჭიქა წვენი, რაც ხელს უწყობს მადის დაქვეითებას და წონის კორექციას.
შვრია – მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში და დაბალკალორიული დიეტების დროს ხშირად გამოიყენება. შვრია დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოსა და უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ფორმირებასა და გაუმჯობესებას ანუ უზრუნველყოფს ნაწლავში „მეგობარი ბაქტერიების“ ბალანსის აღდგენას, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღ ფუნქციობაზე დადებითად აისახება. ნაწლავური ფლორა აუმჯობესებს საკვები პროდუქტების მონელებას, შეწოვას. კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული, რომ სწორედ მოუწესრიგებელი მიკროფლორაა ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებისა და წონის მატების მთავარი დამნაშავე ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ნაწლავური ფლორა იყოს ბალანსირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ორგანიზმში.
ვაშლი – ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. მასში შემავალი უჯრედისის, ასევე ნუტრიენტების, განსაკუთრებით კი რკინის შემცველობის გამო, აქვეითებს მადას. იგი მეტ-ნაკლებად არეგულირებს ინსულინის წარმოქმნას ჩვენს ორგანიზმში.
დარიჩინი – დადებით გავლენას ახდენს მადის დაქვეითებისა და ინსულინის გამომუშავების რეგულირებაში და ჯანსაღი კვების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
შავ შოკოლადი – მასში შემავალი კოფეინი დაახლოებით 15-დან 25%-მდე აჩქარებს მეტაბოლიზმს. მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სეროტონინის ( ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავებას და დადებით გავლენას ახდენს გუნება-განწყობის გაუმჯობესებაზე.
წყალი – ადამიანის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი არა მხოლოდ სხეულის მასის კორექციისათვის, არამედ უამრავი დაავადების პრევენციისთვის არის რეკომენდებული. მისი ზომიერი მიღება დადებით გავლენას ახდენს ნებისმიერ ორგანოთა სისტემაზე (თმა, კანი, ფრჩხილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კუნთოვანი ქსოვილი და სხვა). მიუხედავად მისი მაღალი საჭიროებისა ორგანიზმში, აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან დიდი ულუფით ( 200 მლ-ზე მეტი ) წყლის მიღება ხშირ შემთხვევაში ანელებს მონელების პროცესს და შესაძლოა შეშუპებაც კი გამოიწვიოს. მისი მიღება რეკომენდებულია კვებიდან 20-30 წუთის შემდეგ და სასურველია, რომ კვების შემდეგ მიღებული წყლისა და საკვების ტემპერატურა თანაბარი იყოს.
როგორც უკვე აღვნიშნე, გარდა სასარგებლო პროდუქტებისა, ასევე არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ორგანიზმზე და წონის მატებას იწვევენ. ასეთ პროდუქტებს განეკუთვნებიან ტრანს ცხიმოვანი მჟავები და რაფინირებული შაქარი. მათი გამოყენება ასტიმულირებს ისეთ ბიოქიმიურ პროცესებს, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით გამომუშავდება ტოქსიური ნივთიერებები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციობაზე და სხვადასხვა დაავადების გამომწვევებადაც კი შეიძლება მოგვევლინონ. ასევე აფერხებენ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ნორმალურ მეტაბოლურ პროცესებს და იწვევენ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას, შესაბამისად ზრდიან ჭარბწონიანობის რისკს.
სამწუხაროდ, დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკვები პროდუქტებიდან საჭირო რაოდენობით მიკრო-მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების მიღება ვერ ხდება. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანი ნუტრიენტების დეფიციტი და მათი უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემები, აუცილებელი ხდება დღიური რაციონის ი ე.წ „საკვები დანამატებით“ გამდიდრება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საკვები დანამატების შერჩევისას რომელ კომპონენტებზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან არსებობს ისეთი ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ხელს უწყობენ წონის კორექციას და ორგანიზმის სიჯანსაღეს, მაგალითად: თუთია, სილიციუმი, სპილენძი და ა.შ. მართალია, არსებობს ისეთი საკვები პროდუქტებიც, რომლებიც შეიცავს სილიციუმს (მაგალითად წითელი ღვინო, ლუდი, ქიშმიში, პური, ქატო), სპილენძს (ღვიძლი, საქონლის ხორცი, სამეფო კრაბი, ლობსტერი, მიდიები), თუმცა, ეს პროდუქტები ჩვენი წონის კორექციაზე დადებით გავლენას ვერ ახდენენ და ასევე, საქართველოში მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტებითაც განებივრებულები არ ვართ. შესაბამისად, გვიწევს ამ კომპონენტის დამატება.. ამიტომ, საჭირო ხდება მისი დანამატის სახით გამოყენება. სამწუხაროდ, ბევრი დანამატი ვერ დაიკვეხნის სილიციუმის ან სხვა ყველა აუცილებელი ნუტრიენტის შემცველობით. სწორედ, ეს გახლავთ „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულების მნიშვნელოვანი უპირატესობა. „ვიადერმის“ შემადგენლობაში სილიციუმიც, სპილენძიც, თუთიაც და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები შედის, რეკომენდებული, სადღეღამისო დოზით. მათი კომპლექსური მოქმედება დადებით როლს ასრულებს მეტაბოლური პროცესების რეგულირებაში და შესაბამისად, „ვიადერმის“ მიღება რეკომენდებულია წონის კორექციის დროს. აღსანიშნავია, რომ როგორც „ვიადერმი კანის სილამაზე“, ასევე „ვიადერმი კომპლიტი“ არ შეიცავს საფუარსა და შაქარს და არ იწვევს მადის გაძლიერებას.