კომპანია „არტფარმას“ პროექტი “Liveმედი” ქალბატონებისთვის საინტერესო თემით გრძელდება. ამჯერად, მომხმარებლების კითხვებს ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების უფროსი, ქალბატონი მადონა ჯუღელი პასუხობდა. ჩართვის თემა იყო კლიმაქტერული პერიოდი და ქალის ჯანმრთელობა.
2020 წლის მონაცემებით, პოსტმენოპაუზურ ასაკში 47 მილიონი ქალბატონი იმყოფება. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები 45 წლის ასაკიდან ყოველ მესამე ქალს აღენიშნება. 50 წლის ასაკში ქალბატონების 85 % ეწყება კლიმაქტერული პროცესები და შესაძლოა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულებები. სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რათა ქალმა ისწავლოს ამ პროცესის მართვა და ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად, უმტკივნეულოდ, გართულებების გარეშე გადაიტანოს. კლიმაქტერიულ პერიოდს ქალის ცხოხვრებაში ერთი მესამედი უკავია. ამ დროს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები და პროცესები მიმდინარეობს, მაგალითად, ვითარდება ესტროგენდეფიციტი, საკვერცხეების ფუნქციის შენელება და გათიშვა. ამას მოჰყვება ესტროგენიზაციის მიმართ მგრძნობიარე ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები. მენოპაუზის ასაკამდე სამი ძირითადი ფაზაა, რომლებსაც სხვადასხვა ნიშნები ახასიათებს:
პრემენოპაუზა – ამ დროს თავს იჩენს ისეთი ნიშნები, როგორიცაა: ალები, მომატებული ოფლიანობა, შეხურება, კანის სიმშრალე, აღგზნებადობა, გახშირებული გულისცემა, ძილის დარღვევები, გაღიზიანება. იცვლება მენსტრუალური ფუნქცია – შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ინტერვალების შემცირება მაშინ, როცა ინტენსივობა იგიევა; ან შეიძლება ციკლის ინტერვალები იგივე დარჩეს, მაგრამ მომატებული იყოს მენსტრუალური გამონადენი (ამ პროცესს თან ახლავს ენდომეტრიუმის გასქელება).
პერიმენოპაუზა – განვითარებული ესტროგენდეფიციტი საგრძნობლად აუარესებს გენიტალური და უროგენიტალური ტრაქტის ფუნქციურ და სტრუქტურულ მდგომარეობას. ვლინდება ისეთი ცვლილებები, როგორიცაა: ვაგინალური სიმშრალე, სქესობრივი ცხოვრების დარღვევა, დიზურიული მოვლენები, შარდის სტრესული შეუკავლებლობა, კანის სიბერე (ფრჩხილების მტვრევედობა, თმის ცვენა და სიმშრალე, ნაოჭების გაჩენა).
პოსტმენოპაუზა – ტერმინალური პერიოდი, როდესაც ორგანიზმში მძიმე ცვლილებები მიმდინარეობს. ამ პერიოდისთვის თავს იჩენს ისეთი კლიმაქტერული, მძიმე პათოლოგიები, როგორიც არის: ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დისმეტაბოლიზმი და ა.შ. თავს იჩენს ჭარბი წონაც – ამერიკის სამედიცინო ასოციაციის განმარტებით, ზედმეტი კილოგრამები არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია ჰიპოესტროგენემიის პასუხად და იცავს ორგანიზმს ჰიპოესტროგენემიით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებისგან.
როდესაც ქალბატონს ეწყება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს აქვს თუ არა სომატური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ან სხვა. თუ აღნიშნული პრობლემები არ გამოიკვეთა და საქმე გვაქვს ფიზიოლოგიურად მიმდინარე პრემენოპაუზასთან, შეგვიძლია დავიწყოთ ციკლური რეჟიმით ჰორმონშენაცვლებითი თერაპია. თუმცა, თუ ანამნეზში არის თრომბოემბოლიური დაავადებები, თირკმლის და ღვიძლის ბუშტის მძიმე უკმარისობა, ამ დროს ჰორმონოშენაცვლებითი თერაპია უნდა ჩანაცვლდეს ფიტოჰორმონებით.
კლიმაქსურ პერიოდში განვითარებული ჰორმონალური ცვლილებები იწვევს ისეთი მნიშვნელოვანი ნუტრიენტების დეფიციტს, როგორიც არის მაგალითად ვიტამინი D3, კალციუმი, თუთია, მაგნიუმი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიტამინი D3 – რომლის მოქმედებაც ჰორმონების მოქმედების მსგავსია, რის გამოც მას D ჰორმონსაც უწოდებენ. მისი როლი უმნიშვნელოვანესია ორგანიზმისთვის. დღეისათვის აღმოჩენილია 500-ზე მეტი რეცესიული გენი, რომლებიც D ვიტამინის დეფიციტის დროს აქტიურდებიან და სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევენ, მათ შორის ოსტეოპოროზს, მეტაბოლურ სიდრომს, აუტოიმუნურ დაავადებებსა და სიმსივნეს. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ D ვიტამინის დეფიციტი 2-ჯერ ზრდის ინსულტის და არტერიული ჰიპერტენზიის რისკს, ასევე აუარესებს კოგნიტურ ფუნქციას, იწვევს მომატებულ ოფლიანობას, კუნთების, ძვლების ტკივილს და ფსიქო-ემოციურ ლაბილობას. მისი დეფიციტი ზრდის კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტის განვითარების რისკს, შესაბამისად, კომპლექსურად ნეგატირურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. მნიშვნელოვანია, რომ კლიმაქტერულ პერიოდში პაციენტმა მოახდინოს ორგანიზმში D ვიტამინის დონის განსაზღვრა, ასევე კალციუმის რაოდენობის შეფასება და დენსიტომეტრიით ძვლის მასის გარკვევა, რათა ადექვატურად შეირჩეს სამკურნალო სქემა და აღდგეს მათი დეფიციტი.
რა თქმა უნდა, იდეალურია თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესით, კვებითა და ძილით ხდება არსებული ნუტრიენტების დეფიციტის აღდგენა, მაგრამ საწუხაროდ, ჩვენს რეალობაში საკვები პროდუქტები ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას. სწორედ ამიტომ, გვჭირდება ისეთი დანამატების მიღება, რომლებიც აღადგენენ დარღვეულ ბალანსს. D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობის სქემაში, რეკომენდაციას ვუწევ ევროპულ, მაღალი თერაპიული ეფექტიანობითა და უსაფრთხოების დონით გამორჩეულ ბრენდს „სოლიფეროლი D3-ს,” რომელიც შეესაბამება FDA და EFSA-ს რეკომენდაციებს და შეიცავს სუფთა სახის ვიტამინი D3-ის ოპტიმალურ რაოდენობას – 4000 სე-ს. როგორც აღვნიშნე, D ვიტამინის დეფიციტი კალციუმის დეფიციტთან არის კორელაციაში, რომლის პრევენციისა და მკურნალობისათვის სანდოობის მაღალი დონით გამოირჩევა ევროპული ბრენდი „კალციმერინი“ – კალციუმის ინოვაციური ფორმულა, რომელიც გამდიდრებულია თუთიის, მაგნიუმისა და D ვიტამინის კომპლექსით, ის ეფექტიანად აღადგენს ძვლის მინერალიზაციას, კალციუმის ბალანსს და კალციუმზე დამოკიდებული პროცესების მიმდინარეობას. არ იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას და რაც მნიშვნელოვანია, ხანგრძლივი თერაპიის დროსაც არ ზრდის ოქსალატური ქვებისა და კალციფიკატების წარმოქმნის რისკს.
კლიმაქსურ პერიოდში, სხვადასხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, დროულად ჩავიტაროთ საპრევენციო ღონისძიებები, გავიკეთოთ სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს გამოკვლევა. ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც მოიცავს სწორ ფიზიკურ აქტოვობას, ჯანსაღ კვებასა და ძილის რეგულირებას. მნიშვნელოვანია, ისეთი დანამატების მიღება რომელიც გაამდიდრებს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. ამ კრიტერიუმების დაცვით, კლიმაქტერულ პერიოდთან გამკლავება ბევრად უფრო მარტივი იქნება.