ჰერპეს კომპლექსი (Herpes Complex)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ჰერპეს ვირუსული ინფექციების კომპლექსური თერაპია
მწარმოებელი კომპანია: “One Pharma s.r.o.”
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთის რესპუბლიკა
გამოშვების ფორმა: კაფსულა N120
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სპეციალურად შერჩეული 16 უნიკალური კომპონენტის კომპლექსი ჰერპეს ვირუსული ინფექციების რეციდივებისა და პროფილაქტიკისთვის კომპლექსურ თერაპიაში. თითოეული კომპონენტი, წარმოდგენილია ოპტიმალური დოზით და გამოირჩევა განსაკუთრებული სინერგიზმით. მათი კომბინირებული მოქმედება განაპირობებს:
ბუნებრივ ანტივირუსულ მოქმედებას მარტივი ჰერპეს ვირუსების (HSV1, HSV2) და VZV-ს წინააღმდეგ, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ და ჯანსაღ იმუნიტეტს, ორგანიზმის დაცვას მეორადი ბაქტერიული ინფექციებისაგან. ჰერპეს ვირუსების სამიზნე რგოლებზე პროტექტორულ მოქმედებას: ვირუსული ინფექციით დაზიანებული კანისა და ლორწოვანის რეგენერაციასა და მეორადი გართულებებისგან დაცვას, სამიზნე ნეირონებზე პროტექტორულ მოქმედებას და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციობას, დადებით გავლენას ფსიქოემოციურ სტატუსზე. „Herpes Complex”- ში შემავალი უნიკალური ანტიოქსიდანტები ამცირებენ ოქსიდაციიურ სტრესს, რაც იწვევს საერთო სისუსტისა და დაღლილობის შემცირებას, ორგანიზმის ძალების აღდგენას, შემდგომი გართულებებისაგან დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰერპეს კომპლექსი (Herpes Complex) იცავს ორგანიზმს ჰერპეს ვირუსული ინფექციებისას სამი მიმართულებით: 1. L – ლიზინი აბალანსებს არგინინს, რომელიც წარმოადგენს ჰერპეს ვირუსების ზრდის ფაქტორს, მცირდება ვირუსის გამრავლება და ვირემია, 2. სამკურნალო სოკოები Cordyceps, Shiitake და Reishi შეიცავენ ბეტა-გლუკანებს, კორდიცეპინს და სხვა იმუნომოდულატორულ ნივთიერებებს, რაც განაპირობებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ვირუსული, თუ ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ 3. სპეციალურად შერჩეული ვიტამინები: B2, B3, B9, B12, C, D და მინერალები: Zn, Cu, SE იცავს ბავშვებსა და მოზრდილებს ჰერპესის განმეორებითი ეპიზოდებისგან.
ჩვენებები: ბავშვებსა და მოზრდილებში ჰერპეს ვირუსული ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია: HSV-1 (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 1), HSV-2 (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2), ან VZV (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) ინფექციებისას (ჰერპეს ლაბიალისი, კერატოკონიუნქტივიტი, სასქესო ორგანოების ჰერპესი, ზოსტერი და სხვა…) იმუნიტეტის მხარდასაჭერა, ოქსიდაციური სტრესისგან უჯრედების დაცვა, ჯანსაღი ლორწოვანი გარსებისა და კანის სიჯანსაღის შესანარჩუნება, ნეირონებისა და მთლიანად ნერვული სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნება, საერთო სისუსტისა და დაღლილობის შემცირება, ორგანიზმის ძალების აღდგენა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
მიღების წესი და დოზირება:
6-11 წლის ასაკის ბავშვები: დღიური დოზაა 1-2 კაფსულა/დღეში,
12-17 წელი: დღიური დოზა 3 კაფსულა/დღეში
მოზრდილებში: დღიური დოზა 4 კაფსულა/დღეში
მიიღება საღამოს, კვების დროს, ან კვებისგან დამოუკიდებლად (ღამის ძილის დროს ჰერპესული ეპიზოდების ხშირი რეციდივის გამო).
სიფრთხილის ზომები: ჰერპეს კომპლექსი Herpes Complex არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ანაცვლებს სამკურნალო მედიკამენტს. არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას, ორსულობა/ლაქტაციისას გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. პროდუქტი განკუთვნილია გრძელვადიანი გამოყენებისთვის.
გამოშვების ფორმა: N120 კაფსულა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
არ შეცავს ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ დამატკბობლებს, საღებავებს. მცნარეული ცელულოზის შემცვლელი კაფსულა უსაფრთხო/რეკომენდებულია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი: ,,One Pharma s.r.o,’’ სლოვაკეთის რესპუბლიკა