საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ჰერპეს ვირუსული ინფექციების კომპლექსური თერაპია
მწარმოებელი კომპანია: “One Pharma s.r.o.”
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთის რესპუბლიკა
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სპეციალურად შერჩეული 8 უნიკალური კომპონენტის კომპლექსი ჰერპეს ვირუსული ინფექციების აქტიურ ფაზაში, გამწვავებისას. თითოეული კომპონენტი, წარმოადგენილია ოპტიმალური დოზებით და გამოირჩევა განსაკუთრებული სინერგიზმით. მათი კომბინირებული მოქმედება განაპირობებს:
ბუნებრივ ანტივირუსულ მოქმედებას მარტივი ჰერპეს ვირუსების (HSV 1, HSV2) და VZV -ს წინააღმდეგ, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ და ჯანსაღ იმუნიტეტს. ჰერპეს ვირუსების სამიზნე რგოლებზე პროტექტორულ მოქმედებას: ვირუსული ინფექციით დაზიანებული კანისა და ლორწოვანის რეგენერაციასა და მეორადი გართულებებისგან დაცვას, სამიზნე ნეირონებზე პროტექტორულ მოქმედებას და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციობას, დადებით გავლენას ფსიქოემოციურ სტატუსზე.
„Herpes Akut Resque”-ს შემადგენლობაში შემავალი 8 კომპონენტი უნიკალური ანტიოქსიდაციური მოქმედების შდეგად სწრაფად ამცირებს ვირუსული ინფექციის შედეგად განვითარებულ ოქსიდაციურ სტრესს, რაც იწვევს საერთო სისუსტისა და დაღლილობის, ინტოქსიკაციის სიმპტომების შემცირებასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას, შემდგომი გართულებებისგან ორგანიზმის დაცვას.
„Herpes Akut Resque” საუკეთესო არჩევანია ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები: უზრუნველყოფს ჰეპეს ვირუსული ინფექციის კონტროლს სამი მიმართულებით: 1. L-ლიზინი უზრუნველყოფს არგინინის ბალანსს, რომელიც წარმოადგენს ჰერპესის ვირუსების ზრდის ფაქტორს 2. Houttuynia cordata-ს ექსტრაქტსა და გლიცირიზინს გააჩნიათ ბუნებრივი ანტივირუსული თვისებები, 3. პეციალურად შერჩეული ვიტამინები B2, B6, C და თუთია უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, განაპირობებს კანისა და ლორწოვანის, ნევული უჯრედების სიჯანსაღის შენარჩუნებას.
ჩვენებები:
მოზრდილებში მწვავე HSV-1 (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 1), HSV-2 (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2), ან VZV (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) ინფექციებისას (ჰერპეს ლაბიალისი, კერატოკონიუნქტივიტი, სასქესო ორგანოების ჰერპესი, ზოსტერი და სხვა…) იმუნიტეტის მხარდასაჭერა, ოქსიდაციური სტრესისგან უჯრედების დაცვა, ჯანსაღი ლორწოვანი გარსებისა და კანის სიჯანსაღის შესანარჩუნება, საერთო სისუსტისა და დაღლილობის შემცირება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
მიღების წესი და დოზირება:
სადღეღამისო დოზაა 3 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში (მაქსიმალური დოზა 9 კაფსულა დღეში) , კვების დროს, ან კვებისგან დამოუკიდებლად, წყლის მიყოლებით. საკვები დანამატი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის 3-5 დღის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები: ჰერპეს აქტივი (Herpes Akut Resque) ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ ანაცვლებს სამკურნალო მედიკამენტს. არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურებში. საკვები დანამატი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის 3-5 დღის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გამოშვების ფორმა: N90 კაფსულა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
არ შეცავს ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ დამატკბობლებს, საღებავებს. მცნარეული ცელულოზის შემცვლელი კაფსულა უსაფრთხო/რეკომენდებულია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,One Pharma s.r.o,’’ სლოვაკეთის რესპუბლიკა.