ბავშვის სწორ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებულ, აქტუალურ საკითხებზე კიდევ ერთი სპეციალისტის რჩევებს წარმოგიდგენთ. გთავაზობთ პედიატრ ნინო კამკამიძის ინტერვიუს ჩვილი ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით.
რას მოიცავს ბავშვის ზრდა-განვითარების პირველი 1 წელი და რას უნდა მიაქციოს მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში?
აუცილებელია, რომ ყოველმხრივ შეფასდეს ბავშვის ანთროპომეტრიული მონაცემები, მოტორული აქტივობა და ფსიქო-ემოციური სფერო. თუმცა, ყოველ ასაკს აქვს თავისი მოთხოვნები. ზოგადად, ამის შეფასება არ ხდება, რადგან ყველა ასაკობრივ ჯგუფს განსხვავებული ყურადღება სჭირდება. მოტორულ აქტივობაში იგულისხმება, რომ თავის დროზე უნდა მოხდეს თავის ჭერა, ტანის წამოწევა, ჯდომა, დგომა, სიარულის დაწყება, სოციალიზაცია და ა.შ.
ხალშობილი და ჩვილი ბავშვები თავის მოთხოვნილებებს უმეტესად ტირილით გამოხატავენ, ამიტომ ხშირად ტირიან და ეს პრობლემა განსაკუთრებით აღელვებთ მშობელბს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ტირილი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას გვამცნობს?
ახალშობილს სასაუბრო ენად აქვს ტირილი და ყველანაირ პრობლემას მშობელს აგებინებს ტირილით. შიმშილია ეს, გამოცვლა თუ უბრალოდ არაკომფორტული ტანისამოსი და ა.შ. მშობელი ვალდებულია ისწავლოს ჩვილის ტირილის მოსმენა და ყველა მოთხოვნა შეუსრულოს, რომ ბავშვმა თავი კარგად იგრძნოს. თუ ტირილი გადაბმულად სამი საათი მიმდინარეობს, ეს უკვე საგანგაშო სიტუაციაა და აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
რა იწვევს „მუცლის შებერილობას“ და როგორ ვებრძოლოთ მას?
კუჭნაწლავის ტრაქტს გაზების გამოწვევა ახლავს, ეს არ არის ნორმიდან გადახრა და საგანგაშო სიტუაცია. ასევე, ჩვილის კუჭნაწლავშიც ხდება გაზების დაგროვება, უბრალოდ, ხანდახან გაზის გადაადგილება მტკივნეულად აღიქმება 12-16 კვირამდე ასაკში. ამ პრობლემასთან გამკლავება სათანადო ფიზიკური მეთოდებით შესაძლებელია. მაგალითად: წყალში ჩასმა, საათის ისრის მიმართულებით მასაჟის გაკეთება, მუცელზე თბილი საფენის დადება და სხვა. თუმცა მოსაზრება, რომ წინდების ჩაცმა მუცლის შებერილობას შველის, არ არის სწორი. როდესაც გაზების დაგროვებით გამოწვეული ტკივილი გრძელდება და დისკომფორტს უქმნის ბავშვს და არ გვაქვს ეჭვი სხვა შესაძლო გართულებებზე, ჩემს პაციენტებს ვურჩევ „სიმფენოლს,“ რომელიც ეფექტიანად ახდენს აირების დაგროვებით გამოწვეული ტკივილის, კოლიკისა და შებერილობის შეჩერებას.
ხშირად, ჩვილ ბავშვთა მშობლები კითხულობენ რომელი ვიტამინები უნდა მისცენ პატარას, როგორია რეკომენდაციები და სტანდარტები ამ მიმართულებით? საჭიროა თუ არა 1 წლამდე ასაკში სხვადასხვა დანამატების (საკვები დანამატების) მიცემა დაავადებათა პრევენციისათვის?
ერთადერთი ვიტამინი, რომელიც ერთ წლამდე ბავშვს რუტინულად მიეწოდება არის ვიტამინი D3. არცერთ ვიტამინს აქვს გარკვეული პრევენციის უნარი, რომ ჩვილობის ასაკში ბავშვი დაიცვას ვირუსისგან ან რაიმე პრობლემისგან. D3 ვიტამინის მიღება, დოზირებულად, შეიძლება 1-2 წლამდე გაგრძელდეს, მხოლოდ ექიმთან ვიზიტებისა და შეფასების შემდეგ შეიძლება კლინიკურ დოზაზეც გადავიდეთ. ჩემს პრაქტიკაში, ვიტამინი D3-ს საჭიროებისას რეკომენდაციას ვუწევ „ვიტაფეროლს“, რომელიც დანამატების გარეშეა და შეიცავს ქოლეკალციფეროლის RDA-ს მიერ რეკომენდებულ დოზას 400 სე-ს , რაც მნიშვნელოვანია გვერდითი მოვლენების და ჰიპერდოზირების თავიდან ასაცილებლად.
გაგვიზიარეთ ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას ახალშობილის ოჯახმა.
ახალშობილობა, ისევე როგორც მშობიარობა, არ უნდა გაიგივდეს სტერილობასთან. მშობიარობის პროცესიც კი აღარ მოიაზრება ისე, რომ აუცილებლად სტერილურ გარმოში მოხდეს. უბრალოდ, ეს პროცესი უნდა წარიმართოს სუფთა გარემოში. საყოფაცხოვრებო პირობები, სადაც ბავშვი მოხვდება უნდა იყოს სუფთა, რაც გულისხმობს იმას, რომ მუდმივად მოხდეს მტვრის წმენდა, ხშირად განიავდეს ოთახი და იყოს ის ოპტიმალური ტემპერატურა, რაც ბავშვის თერმოლაბილურობით არის გამოწვეული. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში თერმოლაბილურობას განიხილავენ როგორც გადახურებას, რაც ისევე ცუდად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე, როგორც დაბალი ტემპერატურა.
ოთახის ტემპერატურა 24 გრადუსს, ხოლო ჩვილის აბაზანა 37 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ჩაცმულობა უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშს შეუნარჩუნდეს 36,5- 37.5 გრადუსს შორის ტემპერატურა. მნიშვნელოვანია, რომ ძილის პერიოდისათვის იყოს არამკვეთრი განათება, შესაძლებელია დაბალ ხმაზე მელოდიის მოსმენა, რაც დადებით ემოციებთან არის ასოციერებული. ჩვილს თავისი მიკროკლიმატის შექმნა სჭირდება, დედის და მამის ალერსი და მათთან კონტაქტი, მათგან მიღებული დაცულობა. მუცლად ყოფნის პერიოდში, 6 თვიდან ნაყოფს ესმის ყველაფერი და ძალიან კარგად იმახსოვრებს დედას/მამას, ამიტომ განსაკუთრებულად ითხოვს მათგან დაცულობას.