
საზოგადოებაში D ვიტამინის მიმართ გაზრდილ ინტერესს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მედიცინისა და კლინიკოლაბორატორიული ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა, უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა D ვიტამინი, მისი ბიოლოგიური როლი, დეფიციტის გავრცელების სიხშირე და დეფიციტითვე გამოწვეული გართულებები. ბავშვთა ასაკში D ვიტამინის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თსსუ-ს პროფესორი, პედიატრი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე.
– რატომ არის D ვიტამინი ასეთი აქტუალური თანამედროვე მედიცინაში?
– განუსაზღვრელია D ვიტამინის როლი ადამიანის ორგანიზმსა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია D ვიტამინის მნიშვნელობა ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარების პროცესში. როგორც ამერიკისა და ევროპის, ასევე საქართველოს პედიატრთა საზოგადოება,
თანხმდებიან, რომ ახალშობილობის ასაკიდან, პრე და პუბერტატული ასაკის ჩათვლით D ვიტამინი წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც ძვალსახსროვანი სისტემის, ასევე სხვა ორგანოთა სისტემების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. იგი ძვლების მინერალიზაციისა და ზრდის აუცილებელი ვიტამინია, მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში და,შესაბამისად, მის გარეშე ძვლოვანი ჩონჩხის ჯანსაღი ფორმირება თითქმის შუძლებელია. ამიტომ განსაკუთრებით სწრაფი ზრდის პერიოდში აუცილებელია ბავშვის ორგანიზმში D ვიტამინის ბალანსის შენარჩუნება. გარდა ამისა, მრავალი კლინიკური კვლევით დასტურდება, რომ D ვიტამინს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და კოგნიტურ უნარებზე, მას მეორენაირად გუნება-განწყობის ვიტამინსაც უწოდებენ, რადგან დადგენილია, რომ ჩვენი გუნება-განწყობა დაკავშირებულია D ვიტამინის ბალანსთან ორგანიზმში. ასევე ისიც, რომ D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებისა და სიჯანსაღის
პროცესში, იგი ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, T და B ლიმფოციტებს, მაკროფაგებს და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ასევე საუბრობენ, რომ D ვიტამინის დეფიციტის ფონზე იზრდება ბავშვებში რაქიტის, დიაბეტის, ჭარბი წონის, მოზარდებსა და მოზრდილებში კი ძვალსახსროვანი, აუტოიმუნური დაავადებები, ძუძუს, პროსტატისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეების, ასთმის, გულის დაავადებები და ა.შ.
– როგორ ნარჩუნდება ორგანიზმში D ვიტამინის ბალანსი?
– ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ D ვიტამინი ორგანიზმში ორი საშუალებით ხვდება. მთავარ წყაროს მზის ულტრაიისფერი სხივები წარმოადგეს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში, რადგან მსოფლიოში გაზრდილია კანის კიბოს – მელანომის,სტატისტიკური მაჩვენებელი, ამიტომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მზის დამცავი საშუალებების (SPF) გარეშე არ არის რეკომენდებული, ხოლო, თავის მხრივ, SPF საშუალებები ამცირებს მზის სხივების მიერ კანში D ვიტამინის სინთეზს. მეორე გზა ეს არის D ვიტამინის ათვისება საკვებიდან ანუ ალიმენტარული გზა – თუმცა, საკვებიდან ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებლით ითვისებს ორგანიზმი D ვიტამინს, ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საკვების ფორტიფიცირება ხდება D ვიტამინით. თუმცა, მიუხედავად მრავალი ძალისხმევისა, მთელ მსოფლიოში D ვიტამინის დეფიციტი ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ WHO, ამერიკისა და ევროპის პედიატრთა აკადემიები ვიტამინ D-ს დეფიციტის პრევენციისთვის რეკომენდაციას უწევს ახალშობილობის ასაკიდან 18 წლამდე D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების გამოყენებას დღიური რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით.
– რატომ გახდა აქტუალური პანდემიის პერიოდში D ვიტამინი?
– Covid-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა D ვიტამინის მიმართ ინტერესი, რადგან მრავალი კლინიკური კვლევით დადასტურდა კავშირი ინფექციის მძიმედ მიმდინარეობასა და პაციენტებში D ვიტამინის დაბალ მაჩვენებელს შორის. გარდა იმისა, რომ, ზოგადად, D ვიტამინის დეფიციტის პანდემიის ერაში ვიმყოფებით, ის შეზღუდვები და სოციალური დისტანცია, რომლებიც ახალმა კორონავირუსმა მოიტანა, კიდევ უფრო ამძაფრებს D ვიტამინის დეფიციტის რისკს. როდესაც ბავშვები ხანგრძლივად იმყოფებოდნენ იზოლაციის პირობებში, უწევდათ დისტანციურ რეჟიმში სწავლა და ნაკლებ დროს ატარებდნენ სუფთა ჰაერზე, დაბალი ფიზიკური აქტივობის, დაუბალანსებელი კვებისა და სტრესული გარემოს პირობებში, მით უმეტეს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რა თქმა უნდა, გაიზარდა D ვიტამინის დეფიციტის რისკი და დგება საჭიროება, ბავშვის ორგანიზმში ის დაბალანსდეს, აღდგეს და შენარჩუნდეს D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების საშუალებით.
– აუცილებელია თუ არა D ვიტამინის მიღებისთვის ლაბორატორიული კვლევა და რა ფაქტორები გავითვალისწინოთ D ვიტამინის შემცველი დანამატების შერჩევისას?
– მინდა აღვნიშნო, რომ განსაზღვრა აუცილებელია მაშინ, თუ არის D ვიტამინის მკვეთრად გამოხატული დეფიციტის ნიშნები, რაც მოითხოვს D ვიტამინის ინდივიდუალურ, მაღალი დოზებით მკურნალობას. რაც შეეხება D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მრავალი დაავადების პრევენციას, არსებობს რეკომენდაციები, რომ D ვიტამინის უნდა მივიღოთ საპრევენციო დოზით. საპროფილაქტიკო დოზები განისაზღვრება ასაკის და გეოგრაფიული განედის მიხედვით, თუმცა საერთაშორისო რეკომენდებულ ერთეულად ჩვილ ბავშვთა ასაკში მიჩნეულია 400 სე, 1 წლიდან კი 400-800 სე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისთვის D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად, ამიტომ აუცილებლად უნდა შევარჩიოთ მისი შემცველი საკვები დანამატი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. საკვები დანამატი შემთხვევითი ტერმინი არ არის, ეს არის ჯგუფი დანამატებისა, რომლებიც უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის და რეკომენდებულია დაავადებათა პრევენციისთვის.
D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატის შერჩევისას ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ ევროპულ ხარისხს, გამოშვების ფორმას, რადგან D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, ის უნდა იყოს თავის ბუნებრივ კონსისტენციაში, რათა ოპტიმალურად მოხდეს მისი ბიოათვისება; ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია დანამატების არარსებობა, როცა ვსაუბრობთ ხანგრძლივ საპრევენციო მიღებაზე, საკვებ დანამატში ხელოვნური კონსერვანტების, საგემოვნო კომპონენტების, შაქრის, სპირტის ან სხვა ნივთიერებების დამატება ამცირებს პრეპარატის უსაფრთხოების ხარისხის და ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დოზირების სიზუსტე, რადგან ჰიპერდოზირება უფრო რთულად სამართავია, ვიდერე დეფიციტი. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ვირჩევ „ვიტაფეროლს“, პასუხი მარტივია: „ვიტაფეროლი“ წარმოადგენს სწორედ იმ სუფთა სახის D ვიტამინის შემცველ საკვებ დანამატს, რომლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ხარისხი გამოცდილი მაქვს, როგორც D ვიტამინის დეფიციტის პრევენციის, ასევე D ვიტამინის დეფიციტის მართვის დროს.