საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იმონოლოგია – იმუნომოდულატორები
მწარმოებელი კომპანია: “One Pharma s.r.o.”
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთის რესპუბლიკა
გამოშვების ფორმა: კაფსულა N120
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სპეციალურად ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის შექმნილი ბუნებრივი კომპონენტების, ვიტამინების, მინერალებისა და ბრობიომიქსის კომბინაცია აძლიერებს იმუნურ სისტემას, განაპირობებს ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიმართ. სწრაფად ამცირებს რესპირატორული ტრაქტის ინფექციების, მათ შორის COVID-19 სიმპტომებს, დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას, რეკონვალესცენციის პერიოდს. აძლიერებს ენერგიას, სწრაფად აღადგენს კოგნიტურ უნარებს (დასწავლა, მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია…), განაპირობებს ორგანიზმის სწრაფ დეტოქსიკაციასა და გამოჯანმრთელებას. უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღესა და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, მათი მთლიანობის შენარჩუნებასა და სწრაფ აღდგენას. განაპირობებს ნაწლავების მიკრობიოტას ჯანსაღ ფუნქციობასა და დისბაქტერიოზის სწრაფად აღმოფხვრას, მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიის დროს. სპეციალურად შერჩეული კომბინაცია მნიშვნელოვანია ბავშვებისა და თინეიჯერების ჯანსაღი ზრდა-განვითარებისა და ნერვული სისტემის გამართული ფუნქციობისთვის, მათ შორის რისკის ჯგუფებში (ნევროლოგიური დარღვევებით, ქრ.პათოლოგიებით).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ბუნებრივი კომპონენტები: კვერცეტინი, კურკუმინი, ჯანჯაფილი, ბეტა გლუკანი- იწვევენ იმუნური სისტემის შემადგენელი კომპონენტების აქტივაციას, თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას. მათ კომბინირებულ მოქმედებსათანაა დაკავშირებული ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება, ორგანოპროტექტორული და ანტიკანცეროგენული ეფექტები, სასარგებლო გავლენა ნევროლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებსა და თინეიჯერებში. ბუნებრივი კომპონენტები აძლიერებენ კოვირინში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების სრულყოფილ ათვისებას.
- ბრობიომიქსი: უნიკალური პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების მიქსი : B. lactis, B.breve, B.infantis, B.longum, L.plantarum, L. Rhamnosus განაპირობებენ ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის გაძლიერებას, დისბიოზის სწრაფ კუპირებასა და ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენას (მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიისას).
ვიტამინები და მინერალები:
- Vit A, vit C, vit D, vit B6 და Zn სინერგული მოქმედება : სწრაფი და ხანგრძლივი იმუნომოდულაციური ეფექტი
- vit A, vit B2, vit B3 სინერგული მოქმედება: ლორწოვანის დაცვა, სწრაფი აღდგენა და იმუნური სისტემის ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესება
- vit B2, vit C, vit E, Zn, SE სინერგული მოქმედება: უჯრედების დაცვა ოქსიდაციური სტრესისგან, ენერგიისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
- vit B2, vit B3, vit B6, vit B9,vit B12, vit C სინერგული მოქმედება: ენერგიის სწრაფი აღდგენა, გუნება-განწყობის გაუმჯობესება, დასწავლის უნარის, ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერებისა და სხვა კოგნიტური უნარების სწრაფი აღდგენა.
ჩვენებები:
ბავშვებსა და თინეიჯერებში:
- მწვავე რესპირატორული ტრაქტის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია
- Covid-19
- მორეციდივე ანთებითი დაავადებების შედეგად განვითარებული იმუნოდეფიციტი
- იმუნიტეტის გაძლიერება სეზონური ინფექციებისას, ეპიდემია/პანდემიის დროს
- გახანგრძლივებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის გახანგრძლივებული ე.წ.“ლონგ კოვიდი“)
- ხშირი ავადობა
- ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პრევენცია/მკურნალობა რისკის ჯგუფებში: ნევროლოგიური და სხვა ქრონიკული პათოლოგიები, კომორბიდული მდგომარეობები
- ანტიბიოტიკოთერაპიისას კომპლექსური მკურნალობა
- ავადობის შემდგომი უენერგიობა, სისუსტე, ნევროლოგიური დარღვევები
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 6 წლამდე ასაკი
მიღების წესი და დოზირება:
6-11 წელი: 1-2 კაფსულა დღეში
12 წლიდან: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში (მაქსიმალური დოზა 3 კაფსულა დღეში), რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
სიფრთხილის ზომები:
რეკომენდებულია 6 წლიდან, ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს კოვირინის მიღებამდე, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. ნუ გადააჭარბებთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N120 კაფსულა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ შეცავს ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ დამატკბობლებს, საღებავებს.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,One Pharma s.r.o,’’ სლოვაკეთის რესპუბლიკა.