Covid19-ის პანდემია და კანის, თმის, ფრჩხილის პრობლემები

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის Covid 19-ით  გამოწვეული ინფექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და ყოველდღიურად უამრავი კლინიკური კვლევა თუ რეკომენდაცია ხდება ხელმისაწვდომი, ჯერ-ჯერობით არ არსებობს კონკრეტული, მტკიცებულებითი მონაცემები აღნიშნული ინფექციის პრევენციის ან მკურნალობის მხრივ. არსებობს მოსაზრება, რომ Covid19-ით გამოწვეული ინფექცია ან სამკურნალო სქემაში გამოყენებული მედიკამენტები ზრდიან კანის დაავადებების განვითარების რისკს.  სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა „Liveმედის” ჩართვაში დერმატო-ვენერლოგმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დირექტორის მრჩეველმა სამეცნიერო-სასწავლო დარგში, ქალბატონმა თინა ქიტუაშვილმა.

ქალბატონი თინას ინფორმაციით, ევროპის წითელ ზონად გამოცხადებული იტალია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ პიკს მიაღწია, კანის პრობლემების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციას იკავებს. ჩრდილოეთ იტალიაში მოსახლეობის 20% -ს კანის პრობლემები სხვადასხვა გამოვლინებები აღენიშნებოდათ. არსებული მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულ პაციენტებში კანის პრობლემები ჯერ არ დაფიქსირებულა. კანზე განვითარებული სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს სადეზინფექციო ხსნარის, ხელთათმანის ან პირბადის გამოყენებასთანაც. ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციამ, საერთო მონაცემების გათვალისწინებით გამოყო 6 ტიპის დაავადება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარის სახით როგორც Covid-19 ინფექციის, ასევე სხვა რომელიმე ვირუსული ინფექციის დროს:

  • ურტიკარული გამონაყარი – რომელიც წააგავს ჭინჭრის დასუსხვის მიერ კანზე წარმოქმნილი გამონაყარს;
  • აკრალური იშემია – როდესაც სხეულის წაზიდული ნაწილები, უმეტესად ფეხები ციანოზური ლურჯი შეფერილობის ხდება;
  • დიფუზური – ლაქოვან-პაპულური გამონაყარი მთელს სხეულზე;
  • ბადისებური ლივენდო – ბადის მსგავსი გამონაყარი კანზე;
  • ბუშტუკოვანი, ჩუტყვავილის მსგავსი გამონაყარი სხეულზე;
  • პეტექიები – წერტილოვანი სისხლ-ჩაქცევები, რომელიც მცირე ზომის კაპილარების თომბოზითაა გამოწვეული.

გარდა ამისა, არის დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსულ ინფექციით დაავადებულ პირებში პიგმენტაციის მომატებასთან. ასევე, ფიქსირდება ალერგიული კონტაქტური დერმატიტები და ირიტაციური კონტაქტური დერმატიტი, რაც გამოწვეულია ხელთათმანის ან ნიღბების ხანგრძლივი გამოყენებით.

თინა ქიტუაშვილი: „იზოლაციის პერიოდში, როდესაც მთავარ მოწოდებას წარმოადგენდა სოციალური დისტანცია, სახლში, ჩაკეტილ სივრცეში ხანგრძლივი ყოფნა, დაუბალანსებელი კვება, სტრესული გარემო და სხვა მრავალი პრობლემა კიდევ უფრო ამწვავებდა კანისა და კანის დანამატებთან დაკავშირებული სიმპტომების თუ უშუალოდ დაავადების განვითარება-გამწვავების რისკს. პანდემია გაზაფხულის პერიოდს დამეთხვა, როდესაც ორგანიზმში განსაკუთრებით იკლებს ვიტამინებისა და მინერალების კონცენტრაცია, რაც დამატებით ამძაფრებს დერმატოლოგიური პრობლემების განვითარების რისკს. ამ პერიოდში განვითარებული ყველაზე გავრცელებული პრობლემებიდან, რომელიც დაკავშირებულია გახაფხულთან და ხანგრძლივ იზოლაციასთან, გამოვყოფდი თმის ცვენასა და კანის გაძლიერებულ სიმშრალეს.

თმის დიფუზური ცვენა შესაძლოა განპირობებული იყოს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით, შინაგანი ორგანოების პათოლოგიით, არასრულფასოვანი კვებით, ონკოლოგიური დაავადებებით, ცილის ნაკლებობით და სხვა. უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ რომელ უბანზე უფროა გამწვავებული თმის ცვენა, რადგან თუ თხემის და შუბლის მიდამოში აღინიშნება თმის ცვენა, საჭიროა საკვერცხე ჯირკვლების გამოკვლევა. მამაკაცებში თხემის და შუბლის მიდამოში თმის ცვენა გენეტიკურ ხასიათს ატარებს.

თმის 90% -ს შეადგენს კერატინი, რომელიც არის ცილა. ფრჩხილი და თმა არის ხრტილოვანი სტრუქტურის. როდესაც პრობლემა იჩენს თავს საჭიროა ორგანიზმის შევსება სწორედ იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებით, რომლებიც კომპლექსურად უზრუნველყოფენ თმისა და ფრჩხილის სტრუქტურულ გაუმჯობესებას. თმის ცვენის ჩივილით ხშირად მომმართავენ პაციენტები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ვურჩევ  „ვიადერმი კომპლიტის“ მიღებას, რომელიც წარმოადგენს ევროპულ, სპეციალურად კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღისთვის შექმნილ ნუტრიკოსმეტიკულ ბრენდს. „ვიადერმი კომპლიტი“ შეიცავს სწორედ იმ აუცილებელ ნივთიერებებს, რაც წარმოადგენს კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებს. განსაკუთრებით, პანდემიისა და პანდემიის შემდგომ პერიოდში „ვიადერმი კომპლიტი“ გაამდიდრებს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით და ხელს შეუწყობს თმისა და ფრჩხილის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

ასევე, მინდა გამოვყო ორსულობის დროს თმის ცვენა, რაც ასევე აქტუალური პრობლემაა. ამ დროს, სასქესო ჰორმონალური ბალანსის ცვლილებებთან ერთად, თმა ხშირდება. როგორც კი მშობიარობა დადგება და პაციენტი ლაქტაციის პერიოდში გადადის, ჰორმონების გადასინჯვა ხდება და თმა იწყებს ცვენას. ასე, რომ ლაქტაციისა და მშობიარობის პერიოდში თმის ცვენა აბსოლუტურად ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა. თუმცა, თუ თმის ცვენა  დიდხანს გაგრძელდა, ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების ბალანსის აღდგენისთვის რეკომენდებულია  „სპექტრუმ ენერჯი Q10” ის მიღება, რომელშიც ყველა კომპონენტი ბუნებრივი წარმოშობის, სადღეღამისო დოზის გათვალისწინებითაა მოცემული და უზრუნველყოფს დეფიციტური ნუტრიენტების სწრაფ აღდგენას.

რაც შეეხება კანის სიმშრალეს, ის არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ ზოგადად, გაზაფხულზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს კანი შრება, კარგავს ტენიანობას და იზრდება ატოპიური დერმატიტის გამწვავების რისკიც, რომელიც გამოიხატება კანის ძლიერი აქერცვლით. გასათვალისწინებელია, რომ თუ დაბანის დროს შუბლის ზონაზე  კანი იქერცლება, ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა. კანის ზედაპირის ყველანაირი აქერცვლა არ ნიშნავს, რომ რაიმე დაავადება ვითარდება ორგანიზმში. არსებობენ ადამიანები, რომელთაც უბრალოდ მშრალი კანი აქვთ, ან პირიქით, ცხიმიანი კანის სტრუქტურა აქვთ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია კანის ტიპის შესაბამისი დასაბანი საშუალების შერჩევა, სასურველია გელების გამოყენება. რეკომენდებულია ცერამინებისა თუ შარდოვანას შემცველობის გარეგანი გამოყენების საშუელებები, თუმცა ისინი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა შეირჩეს და კანის ტიპის შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული. მათ, ვისაც აღენიშნებათ კანის გაძლიერებული სიმშრალე და აქერცვლა, ასევე დერმატიტი და სხვა პრობლემები, თამამად შეუძლიათ მიიღონ უკვე აღნიშნული ევროპული ნუტრიკოსმეტიკული ბრენდის „ვიადერმის“ სპეციალურად კანის სიჯანსაღისთვის შექმნილი ფორმულა „ვიადერმი კანის სილამაზე“, რომელიც ჰიალურონის მჟავასთან ერთად შეიცავს სილიციუმს და იმ მნიშვნელოვან ნუტრიენტებს, რომელთა კომბინაცია აღადგენს დერმის ღრმა შრეებში ჰიალურონის, კოლაგენისა და ელასტინის ბალანსს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ატენიანებს კანს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

მინდა განსაკუთრებით გავამახვილი ყურადღება, რომ მეცნიერულად დაუდასტურებელი სამკურნალო, ხალხური, ბალახეული საშუალებების გამოყენება კანის, თმისა და ფრჩხილის პრობლემის დროს, როგორც საპრევენციოდ ასევე სამკურნალო მიზნით რეკომენდებული არ არის.“

© Beautymagazine.ge