
წარმოგიდგენთ რუბრიკას „ბავშვის სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება.“ ჩვენი მიზანია მშობლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე. ჩვენი რუბრიკის სტუმრები იქნებიან სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დაუსვას ექიმს კითხვა შესაბამისი პოსტის ქვეშ, რომელიც არტფარმას ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება. შემოსული კითხვებიდან შეირჩევა რამდენიმე.
რუბრიკის წარმდგენია ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა”, რომლის მიზანია საქართველოში ჯანმრთელობისა და პრევენციის მიმართულებით თანამედროვე ევრპული სტანდარტების დამკვიდრება.
ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი, მედიცინის დოქტორი, ბატონი ირაკლი ვარძუკაშვილი ბავშვის ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი მკითხველის მიერ გამოგზავნილ კითხვებს პასუხობს:
მყავს 9 წლის გოგონა, 21 კგ. აქვს სიმაღლის და წონის დეფიციტი. როგორ შეიძლება დავეხმაროთ სიმაღლეში რომ გაიზარდოს, რომელ ბუნებრივ ან მედიკამენტურ საშუალებას გვირჩვთ? არც პრტეყელტერფიანი არ არის, არც ხერხემლის პრობლემა არ აქვს, გონებრივად განვითარებულია.
თქვენი შვილის ასაკის შესაბამისი მაჩვენებლებია: სიმაღლე 129-141 და წონა 24-36.
თუმცა, ეს ინდივიდუალურია და ასევე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ენდოკრინოლოგიური ფაქტორით ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული მდგომარეობა და თუ ამ მხრივ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ უნდა დაველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას. თუმცა, აქვე დავამატებ, რომ კარგი იქნება თუ ხელს შევუწყობთ სპეციალური ვიტამინებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ინტენსიური ზრდის პერიოდში და ხელს უწყობენ ჯანსაღ ზრდას და ბავშვის ზოგად განვითარებას. ამ შემთხვევაში გირჩევდით ბრენდ „მარსიანჩიკს“, კერძოდ კი ფორმას „ფუტურა 3+“.
7 წლის ბიჭს ხშირად სტკივა ფეხები, რისი ბრალი შეიძლება იყოს? თან ძალიან აქტიურია.
ფეხების ტკივილი ამ ასაკში შესაძლოა განპირობებული იყოს ტერფის პრობლემებით, ამიტომ გაუკეთეთ პლანტოგრაფია და შეუძინეთ სუპინატორიანი ფეხსაცმელი. გარდა ამისა, შესაძლოა მიზეზი იყოს ფარულად მიმდინარე ნუშურა(გლანდები) ჯირკვლების პრობლება. პრობლემის გამოსარიცხად მიიყვანეთ კონსულტაციაზე ოტოლარინგოლოგთან (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი).
მყავს 11 წლის ბიჭი, 56 კგ. ფეხის ქუსლების ოდნავ ზემოთ ძლოვანი წანაზარდები გამოუვიდა. რა შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცეთ?
ამ ასაკში ხდება ხრტილის გაძვალების ფიზიოლოგიური პროცესი. ამიტომ, შეიძლება ნორმაზე მეტად გამოიბეროს. აუცილებელია გაკეთდეს ქუსლის რენტგენოლოგირი კვლევა და შეფასდეს ძვლის სტრუქტურა.
1 წლის ბიჭი მყავს, მარჯვენა ფეხზე მალევე იხდის ყველანაირ ფეხსაცმელს. ჯერ ვერ დადის და თან ფეხის ზედა მხარე უფრო პუტკუნა აქვს, არც დახოხავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ამ ასაკში ბავშვი ეჩვევა ვერტიკალურ დატვირთვას, რომელიც მისთვის უცხოა და პირობოთად „არაკომფორტული.“ ამიტომ ფეხსაცმლის გახდის სურვილი პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა, ეს კარგია ამ ასაკში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბავშვი არ ხოხავს, ეს არაა ორთოპედიულად განმსაზღვრელი ფაქტორი და შეიძლება ბავშვმა არც იხოხოს სერთოდ.
მყავს 6 წლის შვილიშვილი, აქვს ბრტყელი ტერფი. ტანადობა პატარა აქვს. რა გავაკეთო ზრდაში რომ მოიმატოს?
ამ ასაკის ბავშვისთვის ნორმაა: წონა 18-25 და სიმაღლე 111-121. უპირატესობა მიანიჭეთ
სუპინატორიან ფეხსაცმელს, გააქტიურეთ. ასევე, ამ ასაკში მნიშვნელოვანია ჩართოთ ვიტამინების კომპლექსი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის სწორ ზრდა-განვითარებას. გამოვარჩევდი საკვებ დანამატს „მარსიანჩიკი ფუტურა 3+“, ეს არის ახალი ფორმა, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ნივთიერებებს და მათი მიღება მნიშვნელოვნია აქტიური ზრდის პერიოდში.
9 წლის ბიჭი სიმაღლეში მკვეთრად ჩამორჩება მის თანაკლასელებს, მეც და ჩემი მეუღლეც მაღლები ვართ (170 / 183 სმ). ცუდად იკვებება და თუ შეიძლება ზრდის ხელშეწყობისთვის რამე რომ მივცე? რას მირჩევთ?
თუ გენეტიკურად მაღლები ხართ და ბავშვს არანაირი ენდოკრინოლოგიური დარღვევა არ აქვს, აცადეთ და გაიზრდება. ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას სიმაღლეზე. სიმაღლის ნორმები ამ ასაკისთვის შემდეგია: 129-141 სმ.
9 წლის გოგონას ხერხემალზე აქვს ზეტისებრი გადახრა, ანუ სამ ადგილას (დიდი 13 გრადუსიანი ). ამასთან ერთად, აქვს ტანადობის დარღვევა, პარალელურად ვაკეთებთ მასაჟებს. გთხოვთ მირჩიეთ კომპლექსურად რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის გადასაჭრელად და რამდენად საშიშია ეს მონაცემი ამ ასაკისთვის?
აღნიშნულ მონაცემი შეესაბამება სქოლიოზის მეორე ხარისხს. ამ შემთხვევაში, საშიშია 2 ასაკი 8-9 წლის პერიოდი და მენსტრუაციის დაწყებიდან 2 წელი. ამ პერიოდში ხერხემალი განიცდის დეფორმაციის მომატებას. სიტუაცია აკონტროლეთ რენტგენოლოგიურად 6 თვეში ერთხელ და ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია დღეში მინიმუმ 40 წუთის მანძილზე გააკეთოს ხერხემლის სპეციალური ვარჯიშები: დილას 20 წთ და საღამოს 20წთ.
3 წლის გოგონა სიარულისას ფეხს დგამს შიგნით, თითქოს მუხლიდან ქვემოთ ფეხი სწორად არ მოდის, გავუკეთეთ მასაჟები და გვირჩიეს სპეციალური ფეხსაცმელი შეგვეკერა. 1 წლის და სამი თვის იყო როდესაც აღნიშნული პრობლემა შევამჩნიეთ. მძიმე იყო წონით, მალე დაიწყო სიარული და შესაძლებელია ამან გამოიწვია მუხლს ქვემოთ კიდურების გაღუნვა. სპეციალური ფეხსაცმლის
შეძენის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა, დღემდე ასეთ ფეხსაცმელს ვაცმევთ, მაგრამ შევამჩნიე რომ მარცხენა ფეხი ისევ შიგნით შეაქვს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება ?
პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს რენტგენოლოგიური კვლევა რომ გაირკვეს ეს პრობლება საიდან მოდის (მენჯ- ბარძაყიდან თუ წვივის ნაწილიდან), რამდენად არის ეს პრობლემა ასაკობრივი და შესაძლებელია თუ არა გამოსწორდეს ასაკის მატებასთან ერთად. პირველ რიგში სწორი დიაგნოზი უნდა დაისვას.
მყავს 13 წლის ბიჭი, 32 კილოგრამს იწონის. ბრტყელტერფიანი არაა. არის ჰიპერაქტიური. აწუხებს სიმაღლეში ზრდის პრობლემა, რას მირჩევთ ამ შემთხვევაში?
თქვენი შვილის ასაკის შესაბამისი სიმაღლის ნორმაა: 149-165სმ. პირველ რიგში, გასარკვევია ხომ არ არის ენდოკრინოლოგიური პათოლოგია და მხოლოდ ამის მიხედვით შეიძლება შეფასდეს მისი მდგომარეობა.
მყავს 12 წლის სპორტსმენი ბიჭი. ვარჯიშის პროცესში ასტკივდა ქუსლი, დავიწყეთ ქუსლის სუპინატორის გამოყენება. თავიდან მოგვცა შედეგი, თუმცა შემდეგ მუხლის ტკივილი დაემატა. რას მირჩევთ?
აღწერილი მდგომარეობა გავს ქუსლის ოსტეოქონდროპათიას (ქუსლის ანთებას), აუცილებელია გაკეთდეს ქუსლის რენტგენოგრაფია იმისათვის, რომ დაზუსტდეს დიაგნოზი. შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვის შედეგად გამოწვეული პრობლემა, რომელიც მოგავრებადია.
მყავს 10 წლის გოგონა, 7 წლის ასაკში მოიტეხა ხელი, გამოკვლევებზე ვნახეთ რომ ქონდა D ვიტამინის დეფიციტი და ვუმკურნალეთ. მოცეკვავეა და მაინტერესებს, საპროფილაქტიკოდ შეიძლება თუ არა ძვლებისთვის D ვიტამინი რომ მივცე ხოლმე და რა დოზით?
თავდაპირველად განსაზღვრეთ თუ არის ისევ D ვიტამინის ნაკლებობა და მხოლოდ
შემდეგ დაიწყეთ მიღებ
ჩემს შვილს 9 წლის ასაკში დაუდგინეს ტანდეგობის დარღვევა (მითხრეს რომ აქვს მხრების და მკერდის ასიმეტრია). ვიარეთ ცურვაზე (ექიმის რეკომენდაციით), ახლა 11 წლისაა, მკერდი იწყებს ზრდას, ისევ ასიმეტრია რომ არ განვითარდეს და სწორად მოხდეს ზრდა რა ზომებს მივმართოთ?
პირველ რიგში უნდა გაირკვეს ტანდეგობის დარღვევა აქვს თუ სქოლიოზი. ამისთვის აუცილებელია გაკეთდეს ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია ფეხზე დგომით და დაისვას დიაგნოზი. ამის შემდეგ კი უკვე დასაგეგმია სწორი მკურნალობა.
ჩემს შვილს აქვს რაქიტი. ვცხოვრობ მაღალმთიან რაიონში და ვერ ვახერხებთ ექიმთან ხშირ სიარულს. დაეწყო ოფლიანობა. რა შეიძლება რომ გავაკეთო?
პირველ რიგში, აუცილებლად განსაზვრეთ D ვიტამინის მაჩვენებელი ნორმაშია თუ არა
და ამის შემდეგ დაინიშნება საჭირო დოზები.
მოგესალმებით, ჩემი შვილი არის 8 წლის, ძალიან სუსტია ფიზიკურად, სიმაღლეში კი მიყვება მის ასაკს, მაგრამ ზოგადად რომ შეხედავ სუსტია. ბოლო დროს სიარულის დროს ცოტა მოხრილია. ცუდად კი იკვებება, მაგრამ ვცდილობ, რომ ხილი და ბოსტენული ვაჭამო. სპორტი არ უყვარს. რას მირჩევთ?
გირჩევთ, რომ აუცილებლად დაკავდეს რაიმე სახის აქტიურობით, მაგალითად ცურვა, სამკურნალო ვარჯიშები და ა.შ. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხერხემლის დეფორმაციის განვითარება. მისი ორგანიზმის სიჯანსაღისა და საჭირო ნუტრიენტებით შევსებისათვის კი გირჩევთ პერიოდულად მისცეთ ისეთი ბალანსირებული კომპლექსი, როგორც „მარსიანჩიკი ინულინით“ არის.
მყავს 10 წლის გოგონა, 22 კგ, 152 სმ. არ უყვარს და ფაქტიურად არ ჭამს ხორცს, იძახის რომ არის ვეგეტარიანელი, არის გამხდარი და მაღალი, საჭიროა თუ არა კალციუმის დამატებით მიცემა?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ D ვიტამინისა და კალციუმის მაჩვენებელი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საჭირო დოზირებით დანიშვნა.