„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

6 მაისიდან, 2 თვის განმავლობაში, ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმის“ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა რუბრიკა „ლაშა უჩავას რჩევები“, რომელსაც ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა უძღვებოდა.
ერთ-ერთ ლაივ ჩართვაში ლაშა უჩავამ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობაზე და მის უდიდეს გავლენაზე ისაუბრა, განიხილა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მათი სიმპტომები და გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე. „ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დამახასიათებელია ორი ძირითადი სიმპტომატიკა: ფარისებრის ფუნქციის დაქვეითება, იგივე ჰიპოთირეოზი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატება – ჰიპერთირეოზი (ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც ტოქსიურ ჩიყვს). არსებობს ფარისებრის როგორც ჰორმონალური დარღვევები, ისე სტრუქტურული ცვლილებები. ექოსკოპიური კვლევისას ხშირად ჩანს კვანძოვანი წარმონაქმნი, თუმცა ლაბორატორიული ტესტებით კვლევისას, ჰორმონების მდგომარეობა შეიძლება აბსოლუტურად მოწესრიგებული იყოს. ამ დროს ფარისებრის მკურნალობა შეიძლება საჭირო არ გახდეს. ეს დამოკიდებულია კვანძის მოცულობასა და სტრუქტურაზე. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული დაზიანების შემთხვევაში, როცა ჰორმონალურად ყველაფერი მწყობრშია, ფარისებრზე მკურნალობა არ ინიშნება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩარევით (მკურნალობით) შესაძლოა გამოვიწვიოთ ჰორმონალური დისბალანსი, ამან კი დამატებითი ჩივილების და პათოლოგიების პროვოცირებამდე მიგვიყვანოს.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გააქტიურდა კითხვები რუჯთან დაკავშირებით. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს, პირდაპირი მზის სხივები რეკომენდებული არ არის, რადგან ეს ხელს უწყობს სხვადასხვა სიმპტომების პროვოცირებას და შესაძლოა მოახდინოს დაავადების გამწვავება. თუ საუბარია ჯანსაღ რუჯზე, მზის აბაზანები აკრძალული არ არის. მზეზე გადაჭარბებულად ყოფნის შემთხვევაში, მოხდება კანისა და ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება და დეჰიდრატაცია. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ წესები – მზეს უნდა მივეფიცხოთ დილის 10 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ“.

ასევე, ლაშა უჩავამ ჩართვის დროს ყურადღება გაამახვილა თმის ცვენაზე – პრობლემაზე, რომელსაც გაზაფხულსა და ზაფხულზე ხშირად ვაწყდებით. „ეს განპირობებულია ორგანიზმის გამოფიტვით. ამ დროს სუსტდება იმუნური სისტემა. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმი“, რომ დადებითად იმოქმედოს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურასა და იმუნურ სისტემაზე. ამიტომ, სანამ პრობლემა გამწვავდება, პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია „ვიადერმი კომპლიტის“ მიღება, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, იგი კომბინირებულად მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე და გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამართულ მუშაობაზეც. მის შემადგენლობაში შედის ფურისულას ზეთი, რომელიც პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავაა და მოქმედებს ორგანოთა ყველა სისტემაზე, არეგულირებს სისხლის წნევას და სითხის ბალანსს. ასევე, დადებითად მოქმედებს ანთებით პროცესებზე. „ვიადერმის“ შემადგენლობაში შედის თუთიაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანის, თმის და ფრჩხილის სტრუქტურისთვის, არამედ იმუნური სისტემისთვის და ნახშირწყლოვანი ცვლისთვისაც. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ზრდის ჰორმონის ფუნქციობისთვის და ტესტოსტერონის წარმოქმნისთვის. აქედან გამომდინარე, ჰიპოთირეოზის დროს, სიმპტომების სწრაფად ასალაგებლად „ვიადერმის“ მიღება აუცილებელიც კია. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია ჩავიტაროთ კურსი და შევავსოთ მიკრო-მაკრო ელემენტების დეფიციტი.“